ახალი კონტრაქტით, დე იონგის გამოსასყიდი თანხა €500 მილიონი იქნება - Mundo Deportivo
ფრენკი დე იონგი „ბარსელონასთან“ ახალ კონტრაქტს ამ კვირაში გააფორმებს.
1-ელ ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოლანდიელი ნახევარმცველი კლუბთან ახალი ხელშეკრულებაზე შეთანხმდა, რომელიც 2029 წლამდე იქნება გათვლილი.
Mundo Deportivo-ს ცნობით, ამ ოთხშაბათს მხარეები ოფიციალურად გაახანგრძლივებენ კონტრაქტს. დღეს ყველა დოკუმენტი საბოლოოდ დამტკიცდა.
ახალი დოკუმენტის თანახმად, ნახევარმცველის გამოსყიდვის თანხა 400 მილიონი ევროს ნაცვლად, 500 მილიონი ევრო იქნება.
რაც შეეხება ხელფასს, ჯერჯერობით ფრენკი იმავე თანხებს მიიღებს, რაც ადრე ხელმოწერილი კონტრაქტების შესაბამისია.
შეგახსენებთ, რომ დე იონგი „ბარსელონაში“ 2019 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 8 მატჩი ჩაატარა. Transfermarkt-ზე დე იონგის საბაზრო ღირებულება 45 მილიონ ევროს შეადგენს.