დე იონგმა და ბარსელონამ ახალი კონტრაქტი შეათანხმეს - Diario Sport
„ბარსელონას“ ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი, კლუბთან კონტრაქტის გაფორმებაზე შეთანხმდა. ინფორმაციას Diario Sport-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჰოლანდიელი ფეხბურთელი და კატალონიური კლუბი ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რომელიც 2029 წლამდეა გათვლილი.
აღინიშნება, რომ ფეხბურთელის წარმომადგენლებმა არც ისე დიდი ხნის წინ გამართული შეხვედრის დროს, „ბლაუგრანას“ აცნობეს, რომ ფრენკის სურს, ეს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს და ზედმეტი პრობლემები არ შექმნას.
შედეგად, მხარეებმა სწრაფად მოახერხეს ყველაფერზე შეთანხმება და უკვე დაწყებულია დოკუმენტების გაცვლის პროცესი.
მოსალოდნელია, რომ ყველა ფორმალობა ერთი კვირის განმავლობაში იქნება მოგვარებული.
შეგახსენებთ, რომ ფრენკი დე იონგი „ბარსელონაში“ 2019 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 6 მატჩი ჩაატარა. Transfermarkt-ზე დე იონგის საბაზრო ღირებულება 45 მილიონ ევროს შეადგენს.