ლაპორტა ლევანდოვსკის შემცვლელად ხულიან ალვარესს მოიაზრებს
ჟოან ლაპორტას ხულიან ალვარესის „ბარსელონაში“ ხილვა სურს. ინფორმაციას Diario Sport ავრცელებს.
კატალონიური კლუბის პრეზიდენტს, „ატლეტიკოს“ არგენტინელი თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკის მთავარ შემცვლელად მიაჩნია, რომლის კონტრაქტიც სეზონის ბოლოს იწურება.
პოლონელი ფეხბურთელის წასვლა „ბლაუგრანას“ საშუალებას მისცემს, სახელფასო ბიუჯეტი 26 მილიონი ევროთი განტვირთოს.
„ბარსელონაში“ მოელიან, რომ მადრიდული კლუბი 200 მილიონ ევროზე ნაკლებად ღირებული წინადადების განხილვას არ დაიწყებს. ალვარესის კონტრაქტი „ატლეტიკოსთან“ 2030 წლამდეა გათვლილი, ხოლო გამოსასყიდი თანხა 500 მილიონ ევროს შეადგენს.
ამასთან, არ არის გამორიცხული, რომ კატალონიელებმა „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელის, ერლინგ ჰოლანდის, კანდიდატურის სასარგებლოდ გააკეთონ არჩევანი.
როგორც იწერება, ლაპორტას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ნორვეგიელი მოთამაშის აგენტთან, რაფაელ პიმენტასთან.
შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკი „ბარსას“ ღირსებას 2022 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან 7 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება ხულიან ალვარესს, ის „ატლეტიკოს“ გასულ წელს შეუერთდა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 8 მატჩში 7 გოლი და 3 ასისტია.