პსჟ ერიკ გარსიას დამატებას აპირებს
„პარი სენ-ჟერმენი“ „ბარსელონას“ ესპანელ ნახევარმცველს, ერიკ გარსიას აკვირდებ. ამის შესახებ ესპანური მედია იტყობინება.
წყაროს ინფორმაციით, პარიზულ გრანდს სურს, რომ 24 წლის ფეხბურთელი უფასოდ დაიმატოს 2026 წლის ზაფხულში, როდესაც მას კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურება.
როგორც იწერება, ამ ეტაპზე ერიკ გარსია „ბლაუგრანასთან“ ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს მართავს და გუნდში თავს ბედნიერად გრძნობს.
თუ იანვრამდე შეთანხმება არ შედგება, პსჟ-მ შესაძლოა ესპანელთან მოლაპარაკებები დაიწყოს.
ცნობისთვის, ერიკი „ბლაუგრანას“ 2022 წელს „მანჩესტერ სიტიდან“ შეუერთდა. მიმდინარე სეზონში მან 8 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. Transfermarkt -ზე გარსიას საბაზრო ღირებულება 18 მილიონი ევროა.