„დანაკლისი გვაქვს, მაგრამ ყველას შეუძლია მაღალი დონის ჩვენება“ - ჰაკიმი ბარსელონასთან მატჩზე
დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის მეორე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე პარიზული გუნდის მცველმა, აშრაფ ჰაკიმიმ კატალონიელებთან გასამართ მატჩზე ისაუბრა.
რა თქვა ჰაკიმიმ:
„ამ შეხვედრას მნიშვნელოვანი დანაკლისით ვხვდებით, მაგრამ ახლა ვინც გუნდშია, ყველას შეუძლია უმაღლესი დონის ჩვენება. პირადად მე, როდესაც მოედანზე გავდივარ, ტრავმებზე არ ვფიქრობ, უბრალოდ მინდა, რომ გუნდის წარმატებისთვის ყველაფერი გავაკეთო. მატჩის შემდეგ ვცდილობ, კარგად აღვიდგინო ძალები. შესანიშნავ პერსონალთან ვმუშაობ და შემიძლია კარგ ფიზიკურ ფორმაში ზედიზედ რამდენიმე მატჩში ვიყო.“
„ბოლოს ამ სტადიონზე 2023 წელს ვითამაშეთ და მაშინ გავიმარჯვეთ, იმედი მაქვს, ხვალაც იგივე იქნება. ჩვენს გუნდს შეტევაში დანაკლისი აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, წინ მაინც ძლიერი მოთამაშეები არიან. შეტევაში ბარსელონასაც ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც თითქმის ჩვენი სტილით თამაშობენ. ახლა ორივე გუნდი კარგ ფორმაში ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ მათთვის, ვისაც ფეხბურთი უყვარს, ეს შესანიშნავი მატჩი იქნება.“
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ მატჩში პსჟ-ს ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, დეზირე დუე და მარკინიოსი ვერ დაეხმარებიან. „ბარსელონასა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.