ფერან ტორესი
Aa
Aa

ფერან ტორესი ნაკრების განაცხადიდან ამოიღეს - Marca

ფერან ტორესი ესპანეთის ნაკრების უახლოეს მატჩს გამოტოვებს. ამის შესახებ Marca იუწყება.

ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი 14 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონატის 2026 წლის შესარჩევი ეტაპის მატჩში არ ითამაშებს, რომელიიც ბულგარეთის წინააღმდეგ გაიმართება.

როგორც გამოცემა წერს, „ბარსელონას“ ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობიდან კუნთების პრობლემების გამო მოხსნეს. ის დისკომფორტს განიცდიდა საქართველოსთან მატჩში.

ამ სეზონში ფერან ტორესმა 10 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის „ბლაუგრანას“ ღირსებას 2022 წლიდან იცავს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, ნაკრებში ყოფნისას, ტრავმა მიიღო ასევე კატალონიელთა ნახევარმცველმა, დანი ოლმომ. გავრცელებული ინფორმაციით, ის 2-3 კვირა ვერ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სამიზნე სწორედ ეს გუნდია“ - ზიდანმა მომავალზე ისაუბრა
„სამიზნე სწორედ ეს გუნდია“ - ზიდანმა მომავალზე ისაუბრა