Sky Sports: ვინისიუსი რეალში ხელშეუხებელი აღარ არის
როგორც ჩანს, ვინისიუს ჟუნიორი მადრიდის რეალში ხელშეუხებელი არ არის. ამის შესახებ ესპანური გამოცემები წერენ.
იმ შემთხვევაში, თუ რეალი სარფიან წინადადებას მიიღებს, ვინისიუსს უპრობლემოდ გაყიდიან. Goal.Com წერს, რომ სამეფო კლუბს სატრანსფერო რეკორდის დამყარება სურს და ვინის გაყიდვას მხოლოდ 250 მილიონი ევროს მიღების შემთხვევაში გადაწყვეტს.
რა თქმა უნდა, ასეთი თანხის გადახდა ბევრ კლუბს არ შეუძლია, თუმცა საუდის არაბეთის პრო ლიგის მდიდარი კლუბები შესაძლოა მზად იყვნენ ამ გამოწვევისთვის.
Sky Sports-ის ინფორმაციით, საქმე შესაძლოა იქამდე მივიდეს, რომ ბლანკოსი ზაფხულში ჟუნიორს გაყიდის:
„ვინისიუს ჟუნიორი რეალისთვის ხელშეუხებელი აღარ არის. კლუბი სერიოზულად განიხილავს მის გაყიდვას საუდის არაბეთში მომავალ ზაფხულში. მოსალოდნელი თანხა? არანაკლებ 250 მილიონი ევრო ბრაზილიელი ვარსკვლავისთვის. სცენარი, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ წარმოუდგენლად ჩანდა.“
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი შემტევი სამეფო კლუბის ღირსებას 2018 წლიდან იცავს. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 332 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 111 გოლი გაიტანა და 87 საგოლე გადაცემა შეასრულა.