ილია თოფურია, პედი პიმბლეტი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ჯერ კიდევ ლოდინი მოუწევთ“ - ილიას პასუხი პიმბლეტს და ცარუკიანს

ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას სატიტულო ბრძოლის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, პედი პიმბლეტმა აღნიშნა, რომ მას დიდი ხანია სურს „ელ მატადორთან“ დაპირისპირება და თვლის, რომ თუ თოფურია ოლივეირას დაამარცხებს, მაშინ მას ქართველთან სატიტულო ჩხუბის გამართვის შანსი უნდა მიეცეს. ასე არ ფიქრობს თავად ილია და მან მოკლე კომენტარით როგორც პიმბლეტს, ასევე არმან ცარუკიანს უპასუხა.

რას ამბობს თოფურია

სანამ ჩემამდე მოვა, პედის კიდევ ერთი ბრძოლის მოგება აუცილებლად მოუწევს, რადგან დივიზიონში არის ბევრი მებრძოლი, რომელთაც სატიტულო ჩხუბი დაიმსახურეს. რაც შეეხება არმანს, ისიც პიმბლეტის მდგომარეობაშია. ცარუკიანს ჰქონდა კარგი შესაძლებლობა ქამრისთვის ეჩხუბა, მაგრამ ბრძოლას ჩაეხსნა, რისი რეალური მიზეზიც ჩემთვის ამ დრომდე უცნობია.

ცნობისათვის, ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას დაპირისპირებამდე ზუსტად ერთი კვირა რჩება - თბილისის დროით, 29 ივნისს, გამთენიისას, ისინი მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საუკეთესო სტრაიკერია“ | კამარუ უსმანის მწვრთნელი ილიას აქებს
„საუკეთესო სტრაიკერია“ | კამარუ უსმანის მწვრთნელი ილიას აქებს