„ნიქსში ამიტომ არ გადავედი“ - ონილმა მიზეზები განმარტა
ლეგენდარულ ამერიკელ კალათბურთელს შაკილ ონილს კარიერის მანძილზე „ორლანდო მეჯიქში“, „მაიამი ჰიტიში“, „ფინიქს სანსში“, „კლივლენდ კავალიერსსა“ და „ბოსტონ სელტიქსშიც“ უთამაშია, თუმცა მასთან ყველაზე მეტად მაინც „ლეიკერსი“ ასოცირდება, სადაც 8 წლის განმავლობაში ასპარეზობდა და ყველაზე დიდ წარმატებებს მიაღწია. ლოს-ანჯელესის კლუბიდან წასვლის შემდეგ მას ყველაზე ხელსაყრელ პირობებს „ნიუ-იორკ ნიქსი“ სთავაზობდა, თუმცა საბოლოოდ მაინც „მაიამის“ ვარიანტი ამჯობინა და ამის მიზეზებზე ვრცლად სწორედ ახლა ისაუბრა.
რას ამბობს ონილი
დიახ, „ნიქსის“ შეფები დამიკავშირდნენ და გამზადებული კონტრაქტი დამიდეს მაგიდაზე, მაგრამ მათ წინადადებაზე უარი ვთქვი და იცით, რატომ? იმიტომ, რომ ავტომობილით მოძრაობა მსურდა, ნიუ-იორკში კი ეს შეუძლებელია. ადრე ჩემს მფლობელობაში ორი სატვირთო მანქანა იყო, რომლებიც გაქირავებული მქონდა და იმის გამო, რომ ნიუ-იორკში გასაჩერებელი ადგილიც არ იყო, ორივე ეს მანქანა ისეთ ავარიაში მოჰყვა, რომ ნაწილებად დაიშალა.
შაკილ ონილი NBA-ს ჩემპიონი 3-ჯერ „ლეიკერსის“, ერთხელ კი „მაიამის“ შემადგენლობაში ასპარეზობისას გახდა, ოთხიდან სამ შემთხვევაში კი ფინალური სერიის MVP-ის პრიზი მას დარჩა.