ადრიანო
Aa
Aa

ადრიანო: ჩემი დღევანდელი გონებით, ოქროს ბურთს აუცილებლად მოვიგებდი

Prime Video-ს პროგრამა Fenomeni-ში ლუკა ტონი ადრიანოს გაესაუბრა, სადაც ბრაზილიელმა თავისი განვლილი კარიერა გაიხსენა. „იმპერატორმა“ ინტერვიუ საინტერესო განცხადებით დაიწყო.

„იმ გონებით, რომელიც ახლა მაქვს, ასე რომ ჩემი კარიერის დროს მეფიქრა ოქროს ბურთს აუცილებლად მოვიგებდი.

თავის დროზე გონებრივად კარგ ადგილას არ ვიყავი. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ფეხბურთი ჩემს გულში აღარ იყო. იმას არ ვაკეთებდი, რაც უნდა გამეკეთებინა, რადგან გული მტკიოდა.

ჩემი კარიერა ზღაპრულად იწყებოდა. ერთ დილას გავიღვიძე და აგენტმა მითხრა, რომ შუადღით იტალიაში მივფრინავდი. ცოტა ხნის წინ ფაველებში ვცხოვრობდი და შემდეგ უცებ რონალდოს სახლში აღმოვჩნდი. ეს აღმაფრთოვანებელი იყო.

ყოველთვის ვამბობდი, რომ მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მოხდა ისეთი რამ, რამაც დამაბრკოლა. ყველაზე დიდი სინანული ის არ არის, რომ თასების მოგება ვერ შევძელი, არამედ ის, რომ ჩემი პოტენციალის გამოყენება ვერ მოვახერხე“.

- ამბობს ადრიანო.

ადრიანოს კარიერის საუკეთესო წლები „ინტერს“ უკავშირდება. 2004-2008 წლებში ბრაზილიელმა 177 შეხვედრა ჩაატარა, 74 გოლი გაიტანა და 28 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ...“ | ალანმა კვარაცხელიას მიმართა
„ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ...“ | ალანმა კვარაცხელიას მიმართა