„კინაღამ გაგვჭყლიტეს, ძალიან შემეშინდა“ | მერაბის მწვრთნელი გადმოვარდნილ ქომაგებზე
UFC 316-ის მთავარი მოვლენა მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის საჩემპიონო ორთაბრძოლა იყო. „მანქანამ“ ბრწყინვალედ იასპარეზა და „შუგა“ მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. დვალიშვილმა ტიტული შეინარჩუნა და ქამარი მეორედ დაიცვა.
ომალისთან ჩხუბის დაწყებამდე, იყო ინციდენტი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როდესაც დვალიშვილი, საკუთარ გუნდთან ერთად, ოქტაგონისკენ მიემართებოდა, ტრიბუნების მოაჯირი ჩამოიშალა და რამდენიმე გულშემატკივარი გადმოვარდა. „მანქანის“ მწვრთნელმა, ჯონ ვუდმა მომხდარზე ისაუბრა და არ დამალა, რომ ძალიან შეეშინდა.
The railing just broke during Merab’s walkout and some fans almost fell on him ???? #UFC316pic.twitter.com/1g3z8Rvjdq
— Championship Rounds (@ChampRDS) June 8, 2025
„ღმერთო ჩემო, კინაღამ გაგვჭყლიტეს. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ჩავისვარე. მერაბს ხელი ჰკრეს, რადგან რაღაცები ცვიოდა და ერთ-ერთი მოაჯირი ჩვენ წინ დაეცა. კინაღამ ფეხზე მოგვხვდა. მგონი, 5 გულშემატკივარი იყო, რომლებმაც მოაჯირი გადმოანგრიეს და გადმოვარდნენ. სიგიჟე იყო. კიდევ კარგი, ყვველაფერი მშვიდობიანად დასრულდა“.
საინტერესოა, რომ აღნიშნულ ინციდენტზე დვალიშვილმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ გულშემატკივრებმა კინაღამ დაანოკაუტეს. მერაბის თქმით, ხალხი მასთან შეხებას ცდილობდა, რა დროსაც დამცავი მოაჯირი ჩამოიშალა.