რუდი გობერი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

ვემბანიამას და გობერის გარეშე - საფრანგეთის განაცხადი ევრობასკეტისთვის

საფრანგეთის ნაკრები ევრობასკეტზე NBA-ს ორი ვარსკვლავის, ვიქტორ ვემბანიამასა და რუდი გობერის გარეშე ითამაშებს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფრედერიკ ფოტომ 18-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, სადაც „სან ანტონიოსა“ და „მინესოტას“ ვარსკვლავების გვარები არ ფიგურირებს. ვემბანიამას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვს, რის გამოც „სპურსს“ სეზონის ბოლო თვეებში ვერ ეხმარებოდა, გობერმა კი კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობა უარი სავარაუდოდ თავად თქვა.

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა

ისა კორდინიე (ვირტუსი), ბილალ კულიბალი (ვაშინგტონი), მუსა დიაბატე (შარლოტი), უსმან ჯენგი (ოკლაჰომა), სილვენ ფრანსისკო (ჟალგირისი), ნადირ იფი (პარიზი), ჯეილენ ჰორდი (მაკაბი თელ-ავივი), მუამადუ ჟეტე (მონაკო), მატიას ლესორი (პანათინაიკოსი), ტიმოთე ლუვავუ-კაბარო (ბასკონია), თეო მალედონი (ვილერბანი), ფრანკ ნილიკინა (პარტიზანი), ელი ოკობო (მონაკო), ვენსან პუარიე (ანადოლუ ეფესი), ზაქარი რისაშე (ატლანტა), ალექსანდრ სარი (ვაშინგტონი), მეთიუ სტრაზელი (მონაკო), გერსონ იაბუსელე (ფილადელფია).

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2025 წლის ჩემპიონატი 27 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე კონტინენტის ოთხ ქვეყანაში, კვიპროსში, ფინეთში, პოლონეთსა და ლატვიაში გაიმართება. ფრანგები კი მატჩებს კატოვიცეში ჩაატარებენ, სადაც მათი მეტოქე პოლონეთის, ისლანდიის, ბელგიის, ისრაელისა და სლოვენიის ნაკრები იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა გუნდისგან ვიცით, რასაც უნდა ველოდოთ“ - ბოსნია & ჰერცეგოვინას კალათბურთელი
„ყველა გუნდისგან ვიცით, რასაც უნდა ველოდოთ“ - ბოსნია & ჰერცეგოვინას კალათბურთელი