ევრობასკეტის წინ - საბერძნეთს ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სულ მალე ევრობასკეტზე იასპარეზებს.
საქართველოს ერთ-ერთ მეტოქე ჯგუფურ ეტაპზე საბერძნეთი იქნება, რომელსაც ევრობასკეტის წინ მნიშვნელოვანი მოთამაშე გამოაკლდა.
საქმე ნატურალიზებულ ამერიკელ კალათბურთელს ტომას უოკაპს ეხება. მას ზურგის დაზიანება აქვს და რეაბილიტაციას ვერ ასწრებს. უოკაპმა საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელს ეს ყველაფერი უკვე აცნობა.
Thomas Walkup has been ruled out of EuroBasket 2025 due to a back injury ❌
— hoopsforthought.gr (@hoopsfthoughtgr) June 24, 2025
The Olympiacos guard spoke with Spanoulis and will follow a rehabilitation program in Boston ????#eurobasket2025 #thomaswalkup #walkup #hellas #hellasteam #hellenicbf #eurobasket #olympiacosbc #paobc pic.twitter.com/zYDUxUWEsV
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე C ჯგუფში მოხვდა. ჯიკიჩის გუნდი საბერძნეთის გარდა ბოსნიას, იტალიას, კვიპროსს და ესპანეთს შეხვდება.
ევრობასკეტი 27 აგვისტოს იწყება და 14 სექტემბერს დასრულდება. „ჩვენებურები“ პირველ მატჩს 28 აგვისტოს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავენ. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 16:00-დან დაიწყება.