ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

ცარუკიანი და გეიჯი - თოფურიას კომენტარი შესაძლო მეტოქეებზე

ილია თოფურიამ არმან ცარუკიანისა და ჯასტინ გეიჯის შესახებ ისაუბრა.

„არმან ცარუკიანი მოუხერხებელი და მოსაწყენი ბიჭია. მას რიგში ჩადგომა მოუწევს. ბევრია, ვისაც ტიტულისთვის ბრძოლა სურს. გარდა ამისა, ის საყინულეში უნდა იყოს“.

ილია მიიჩნევს, რომ ჯასტინ გეიჯი ტიტულისთვის ბრძოლას იმსახურებს.

„ის, ვინც ნამდვილად იმსახურებს ქამრისთვის ბრძოლას, არის ჯასტინ გეიჯი“,

- თქვა თოფურიამ.

როგორც ცნობილია, გეიჯი კარიერის დასრულებას აპირებს, თუ მას სატიტულო ბრძოლას არ მისცემენ.

ჯასტინ გეიჯმა ილიასა და ოლივეირას მოახლოებულ ბრძოლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ გამარჯვებულს ელოდება.

„მოუთმენლად ველოდები ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას შორის გამარჯვებულის გამოვლენას, რადგან მათ შორის საუკეთესოსთან დაპირისპირება მსურს. ულტიმატუმს ვუყენებ თუ არა UFC-ის? ვნახოთ, ამისგან რა გამოვა. ახლა ამის თაობაზე საუბარი არ მინდა, რადგან მეშინია ემოციურ ფონზე სისულელეები არ ვილაპარაკო. ჩემი სურვილია რაც შეიძლება მალე გავიდე ოქტაგონზე, მაგრამ ჩემი მეტოქე აუცილებლად მოქმედი ჩემპიონი უნდა იყოს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები