ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა, ისრაელ ადესანია
Aa
Aa

„ილიას ხელები ზედმეტად მჭრელია, ჩარლზს მომენტს უპოვის“ - ადესანიას პროგნოზი

UFC 317-ის მთავარი მოვლენა ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას ჩხუბია, რომლის შესახებაც MMA-ს სამყაროში აქტიურად საუბრობენ. გამონაკლისი არც UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი ისრაელ ადესანია გახლავთ, რომელმაც თავისი მოსაზრებები გააზიარა.

„ყველა დროის ორი უდიდესი მსუბუქწონოსნის ზედიზედ დამარცხება - ძნელია ასეთ ბიჭში კიდევ ერთხელ ეჭვი შეიტანო. რაც შეეხება ოლივეირას, ის მომწონს, მაგრამ მას ზედმეტად ხშირად აგდებენ ძირს. თუ, მას სურს, რომ ილიასთან პირდაპირ წავიდეს და შეუტიოს - თოფურია მას აუცილებლად გამოიჭერს.

მე უბრალოდ ვთვლი, რომ თოფურიას ხელები ზედმეტად მჭრელია. ჩარლზს დიდი ხნის განმავლობაში დასჭირდება, რომ ფეხებით კარგად იმოძრაოს, რადგან მას ილიასთან პირისპირ დარჩენა არ აწყობს და არ მგონია წინაც წაიწიოს.

ვნახოთ, რაიმეზე დაგვჭირდება თუ არა გრეპლინგი. ჯერჯერობით არავის გამოუცდია ილია, რომ მისი გრეპლინგის გამოყენება საჭირო გამხდარიყო. ამ ბრძოლაში ჩემი სიმპათიები ილიას მხარეს არის, ჩემი პროგნოზი არის თოფურიას ნოკაუტით გამარჯვება.

ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია და მეტი არაფერი. ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ ოლივეირას საკმაოდ ხშირად ეხებიან. მას ხშირად ხვდება სახეში. და ვფიქრობ, რომ ილია აუცილებლად იპოვის დარტყმის მომენტს. ვფიქრობ, ეს საკმაოდ ადრეულ ეტაპზე მოხდება. და თუ ჩარლზი გადაწყვეტს წინ წავიდეს, თოფურია კვლავ დაუჭერს მომენტს, რომ დაარტყას“.

- ციტირებს ადესანიას სიტყვებს bloodyelbow.

შეგახსენებთ, რომ თოფურია-ოლივეირას ბრძოლა კვირას გამთენიისას თბილისის დროით 08:00-დან არის ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები