მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„ყველა დროის საუკეთესო არაა“ | მერაბის ყოფილი მეტოქის კომენტარი

UFC-ის მებრძოლთა და MMA-ის ექსპერტთა უმრავლესობა თვლის, რომ მერაბ დვალიშვილი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია. „მანქანის“ ყოფილი მეტოქე ასე არ ფიქრობს და თვლის, რომ ქართველ მებრძოლზე წინ სხვები დგანან.

2021 წელს, დვალიშვილი მარლონ მორაესს დაუპირისპირდა. ეს უკანასკნელი მერაბის დამარცხებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ „მანქანამ“ საოცარი ჩხუბი შემოატრიალა და მეორე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით მოიგო. სწორედ მორაესს მიაჩნია, რომ მერაბი ყველა დროის საუკეთესო არაა.

„არ ვფიქრობ, რომ დვალიშვილი ყველა დროის საუკეთესო. სიმართლე გითხრათ, მერაბი დომინიკ კრუზსა და ტი ჯეი დილაშოუზე უკეთესი არაა. ისინი დვალიშვილზე წინ დგანან“, - განაცხადა მორაესმა.

ცნობისთვის, მორაესის შემდეგ, დვალიშვილმა ჟოზე ალდოს, პიოტრ იანსა და ჰენრი სეხუდოს მოუგო. „მანქანამ“ საჩემპიონო ბრძოლა სწორედ ამის შემდეგ მიიღო და შონ ომალის დაუპირისპირდა, რომელსაც ტიტული წაართვა. დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი უმარ ნურმაგომედოვთან დაიცვა და ომალი რემატჩშიც დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფავორიტები | როგორია Opta-ს ვარაუდი
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფავორიტები | როგორია Opta-ს ვარაუდი