ტორინო, ოთარ კიტეიშვილი, საბა საზონოვი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

კიტეიშვილი სერია A-ში? ქართველი ფეხბურთელი იტალიურ კლუბს დაუკავშირეს

საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი იტალიის სერია A-ს კლუბ „ტორინოს“ დაუკავშირეს.

„ტორინოსთან“ დაახლოებული სააგენტო Calcioline წერს, რომ კლუბის სპორტული დირექტორი, დავიდე ვაგნატი ქართველი ფეხბურთელის დამატებით არის დაინტერესებული და შესაძლოა, გრაცის „შტურმს“ ოფიციალური შეთავაზებით ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მიმართოს.

ოთარ კიტეიშვილი გრაცის „შტურმში“ 2018 წლიდან ირიცხება. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში 7 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, „ტორინოში“ ქართველი მცველი, საბა საზონოვი ირიცხება, თუმცა დიდი ალბათობით, კლუბს ზამთრის ფანჯარაზე დატოვებს. „ტორინოს“ გადაწყვეტილებით, საზონოვი სერია A-ს განაცხადს მიღმა აღმოჩნდა, რას მისი ტრანსფერის ალბათობას კიდევ უფრო ზრდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნა | ემოციური თემურ ქეცბაია
გოლი ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნა | ემოციური თემურ ქეცბაია