ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი | პეტ ნევინის არჩევანი

პეტ ნევინი „ჩელსისა“ და „ევერტონის“ ყოფილი ფეხბურთელია, რომელიც „არისტოკრატების“ რიგებში ორჯერ გახდა „ლურჯების“ სეზონის საუკეთესო მოთამაშე. შოტლანდიელ ყოფილ გარემარბს ბლიცშეკითხვები დაუსვეს და მან ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.

ნევინს ჰკითხეს, ვინ მიაჩნია დღეს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად, რაზეც 62 წლის ვეტერანმა უპასუხა, რომ მისი რჩეული „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელიაა.

შეგახსენებთ, რომ „კვარას“ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 8 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მისი ანგარიშზე ერთი გოლია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე „ატალანტას“ გაუტანა. ქართველს მცირე დისკომფორტი აწუხებდა და „ლილთან“ არ უთამაშია, თუმცა „სტრასბურგთან“ მოედანზე ცვლილებით შევიდა და 29 წუთი გაატარა.

ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1-ში ლიდერობა დაკარგა და პირველ ადგილზე „მარსელი“ გადავიდა. პარიზელთა შემდეგი მეტოქე „ლევერკუზენი“ იქნება, რომელთანაც 21 ოქტომბერს გაართმევენ თავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მანჩესტერში, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა“ - ამორიმის და სლოტის კომენტარები
„მანჩესტერში, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა“ - ამორიმის და სლოტის კომენტარები