მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფავორიტები | როგორია Opta-ს ვარაუდი
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და პლეიოფის დაწყებამდე, Opta-მ ტურნირის ფავორიტები დაასახელა. პირველ ადგილს კვლავინდებურად „პარი სენ-ჟერმენი“ იკავებს და Opta-ს სუპერკომპიუტერის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის ტრიუმფის ალბათობა 20.6 პროცენტია.
მერვედფინალში, პარიზელთა მეტოქე „ინტერ მაიამია“ და ლუის ენრიკეს გუნდს მეოთხედფინალში გასვლის 83.2-პროცენტიანი შანსი აქვს. იმის ალბათობა, რომ პსჟ ნახევარფინალის საგზურს დაისაკუთრებს 52.9 პროცენტია, ფინალის - 34.8 პროცენტი.
„პარი სენ-ჟერმენის“ გარდა, ფავორიტთა შორის „მანჩესტერ სიტია“ – 20.4 პროცენტი. პეპ გუარდიოლას გუნდს „ინტერი“ მოსდევს (12.4 პროცენტი). მეოთხე პოზიციას „ბაიერნი“ იკავებს - 11.3 პროცენტი, „ჩელსი“ მეხუთე ადგილზეა - 10.4 პროცენტი, ხოლო „რეალის“ ტრიუმფის ალბათობა 9.7 პროცენტია.
შეგახსენებთ, რომ „ინტერ მაიამის“ დამარცხების შემთხვევაში, „პარი სენ-ჟერმენი“ „ბაიერნისა“ და „ფლამენგოს“ წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ნახევარფინალში, პარიზელთა მეტოქე „რეალი“, „იუვე“, „დორტმუნდი“ ან „მონტერეი“ იქნება.