მატვეი საფონოვი, ლუკა შევალიე
Aa
Aa

პსჟ შევალიეს გაყიდვას აპირებს | L’Equipe

„პარი სენ-ჟერმენი“ მომავალ ზაფხულს მზად არის მეკარე ლუკა შევალიეს შეელიოს. ამის შესახებ L’Equipe იტყობინება.

გასულ ზაფხულს პარიზელებმა ფრანგი გოლკიპერი 55 მილიონ ევროდ გააფორმეს ჯანლუიჯი დონარუმას შემცვლელად, რომელიც „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა.

24 წლის მეკარემ ვერ შეძლო საკუთარი თავის სრულად წარმოჩენა და ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის კონკურენცია მატვეი საფონოვთან წააგო.

მომავალ ზაფხულს პარიზული კლუბი მზად არის განიხილოს შეთავაზებები შევალიეს ტრანსფერზე, თუკი ასეთი იქნება. თავად მეკარესაც, სავარაუდოდ, არ სურს სათადარიგოთა სკამზე ყოფნა, რამაც შესაძლოა გუნდიდან წასვლისკენ უბიძგოს.

შევალიეს მოქმედი შრომითი ხელშეკრულება კლუბთან 2030 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.  Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰაიდენჰაიმმა კიოლნსაც მოუგო - ბუდუს გუნდი სასწაულთან ახლოსაა
ჰაიდენჰაიმმა კიოლნსაც მოუგო - ბუდუს გუნდი სასწაულთან ახლოსაა