„მეჩხუბოს და ვნახოთ, ტკივილს ვინ ვის მიაყენებს“ | უმარი მერაბზე
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. უმარი „მანქანის“ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ სურს მეორე ორთაბრძოლაში მეტოქეს უბრალოდ კი არ მოუგოს, ტკივილი მიაყენოს.
„როდესაც მერაბის სიტყვები ვნახე, ვთქვი: „კარგი, ამ ხასიათზე დარჩი, რადგან იმედი მაქვს, ჩემთან ჩხუბს დათანხმდები და თავს არ აარიდებ.“ ჩემთვის ტკივილის მოყენების შანსი ჰქონდა, რატომ არაფერი გააკეთა? თუ ეცდება, რომ ტკივილი მომაყენოს, ვნახავთ, ვის უფრო ეტკინება.
არავისთვის არაფერი მაქვს დასამტკიცებელი. გულშემატკივრებისგან არანაირ წნეხს არ ვგრძნობ და ვაპირებ, ოქტაგონში შევიდე და ჩემი საქმე ბოლომდე მივიყვანო. მინდა, კარგი გამოსვლა ვაჩვენო და წარმატებულ გზას დავუბრუნდე.“
შეგახსენებთ, რომ ნურმაგომედოვი მომდევნო ორთაბრძოლას UFC 321-ზე გამართავს და მარიო ბაუტისტას დაუპირისპირდება. აღნიშნული ღონისძიების მთავარი დაპირისპირება ტომ ასპინალისა და სირილ განის ჩხუბი იქნება.