ძოწენიძის პირველი გოლი - მიხალოვცე კოშიცესთან დამარცხდა
სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის XI ტური თორნიკე ძოწენიძისთვის წარმატებული გამოდგა. მართალია „მიხალოვცე“, რომლის ღირსებასაც 25 წლის ქართველი ცენტრალური მცველი იცავს, სტუმრად „კოშიცესთან“ 2:3 დამარცხდა, თუმცა სამაგიეროდ ის ერთ ეპიზოდში შეტევაში ნაყოფიერად ჩაერთო და თავური დარტყმით წლევანდელ სეზონში პირველი გოლი გაიტანა.
ძოწენიძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა და ათბალიანი სისტემით 8.0 შეფასება მიიღო, რითაც საკუთარ გუნდში საუკეთესო გახლდათ. თორნიკემ 10-დან 8 ორთაბრძოლა მოიგო, პასები 90-პროცენტიანი (100-დან 90) სიზუსტით გაანაწილა, ბურთს 111-ჯერ შეეხო და დრიბლინგის სამი მცდელობიდან სამივე წარმატებული აღმოჩნდა.
„მიხალოვცეს“ ქართველმა ცენტრალურმა მცველმა წლევანდელ ნიკე ლიგაში ჩატარებული 11 ტურიდან ექვსში (5 ძირითადში, 1 შეცვლაზე) მიიღო მონაწილეობა, ხუთი კი ტრავმის გამო გამოტოვა.