ფლიკი: ბარსამ სრულიად შემცვალა, უფრო ემოციური გავხდი
ჰანსი ფლიკმა თავის ემოციურ ქცევაზე კომენტარი გააკეთა.
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, „ჟირონასთან“ მატჩში, მეორე ტაიმის მიწურულს წითელი ბარათი მიიღო.
კითხვაზე - ამ სეზონში უფრო მეტად ნერვიულობს თუ არა, გერმანელმა სპეციალისტმა ასე უპასუხა:
„არ ვნერვიულობ, მაგრამ, შესაძლოა, ჩემი ემოციები უბრალოდ ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო. მახსოვს, როცა „ბაიერნს“ ვწვრთნიდი და „ბარსელონას“ 8:2 ვუგებდით, 8 გოლის შემდეგ არც ერთხელ არ გამიღიმია. ახლა უფრო მეტი ემოცია მაქვს – ამ კლუბმა მთლიანად შემცვალა. ერთ რამეს ვიტყვი: მე მიყვარს ეს კლუბი, მიყვარს "ბარსელონა", მიყვარს ადგილობრივები და მე ამ კლუბს მთლიანად ვუთმობ საკუთარ თავს. მე კლუბისთვის ვცხოვრობ. მართალი გითხრათ, არ მომწონს, როცა თავს ტელევიზორში ვხედავ და ჩემი შვილიშვილი მხედავს ასეთს. ალბათ, ჩემი საქციელს უნდა გადავხედო“.
შეგახსენებთ, რომ 60 წლის სპეციალისტმა „ბლაუგრანა“ გასული წლის ივლისში ჩაიბარა. მისი კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან 2027 წლამდეა გათვლილი.