სერ ალექს ფერგიუსონი, დონალდ ტრამპი
Aa
Aa

ფერგი განრისხდა | მომენტი, როცა ტრამპმა ინგლისის თასის წილისყრაში მიიღო მონაწილეობა

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაესწრება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტრამპს საფეხბურთო ტურნირის წილისყრის ეპიცენტრში ვიხილავთ.

1991 წელს ტრამპი „რუმბელოუს თასის“ მეხუთე რაუნდის წილისყრაში მონაწილეობდა. „რუმბელოუს თასი“ ინგლისის ლიგის თასია, რომელსაც მაშინ სასპონსორო ხელშეკრულების გამო, ამ სახელით მოიხსენიებდნენ. ტრამპმა ცერემონია იან სენტ ჯონთან და ჯიმი გრივსთან ერთად წაიყვანა. ტელეკომპანია ITV-ი, რომელმაც წილისყრა პირდაპირ ეთერში გადასცა, რობერტ დე ნიროსა და ვუდი ალენს დაუკავშირდა, რათა პროცესში მონაწილეობაზე დაეყოლიებინა, მაგრამ მათ უარი განაცხადეს.

სატელევიზიო გადაცემის პროდიუსერმა შემდეგ დონალდ ტრამპს მიმართა და მისი თანხმობაც მიიღო. ტრამპმა მაშინ ფეხბურთზე საერთოდ არაფერი იცოდა და ITV-ის მაყურებლები იმითაც გააბრაზა, რომ მათ საყვარელ თამაშს Soccer-ი უწოდა.

წილისყრის პროცედურამ და ტრამპის გამოჩენამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული მთავარი მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი განარისხა. Times-ის ინფორმაციით, გადაცემის დასრულების შემდეგ „ფერგიმ“ პროდიუსერებს დაურეკა და ჰკითხა: „ეს რა წყეული ხრიკია?“

საქმე ის იყო, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ლიდსს“ შეხვდა, რომელიც იმ პერიოდში იოლი მეტოქე ნამდვილად არ იყო. მიუხედავად ამისა, „წითელმა ეშმაკებმა“ „თეთრები“ 3:1 დაამარცხეს და ლიგის თასის მოგებაც მოახერხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტოპ დონის ფეხბურთელია, მისით კმაყოფილი ვარ“ | ენრიკეს კვარაზე ჰკითხეს
„ტოპ დონის ფეხბურთელია, მისით კმაყოფილი ვარ“ | ენრიკეს კვარაზე ჰკითხეს