მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„მერაბის რეკორდი? სახლის უკანა ეზოში ჩხუბი ძალიან მარტივია“ - იანი

UFC-ის მედიადღის ფარგლებში სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, პიოტრ იანმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და მერაბ დვალიშვილთან მოახლოებულ ჩხუბზე ისაუბრა.

„მერაბის მეოთხე ბრძოლა 2025 წელს? სახლის უკანა ეზოში ჩხუბი ძალიან მარტივია. აქ ან ლოს-ანჯელესში მერაბი ისე გრძნობს თავს, როგორც საკუთარ სახლში. მეც შემიძლია, სახლის უკანა ეზოში ყოველ შაბათს ვიჩხუბო. 2018 წელს, როდესაც UFC-ში მოვედი, ხუთჯერ ვიჩხუბე და არც ერთი ყოფილა რუსეთში. ხუთივე რომ რუსეთში ყოფილიყო, იმ წელს კიდევ 5-ჯერ ვიჩხუბებდი.

წინა ჩხუბთან შედარებით ახლა ერთმანეთის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს. სხვა რემატჩებში [მაგომედ მაგომედოვი, ალჯამეინ სტერლინგი] მეორე ჯერზე ყოველთვის უკეთესად ვჩხუბობ. ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ სტერლინგს მეორე ჯერზე მოვუგე. მინდა, ამჯერადაც ასე მოხდეს.

სამყაროს მეორე ბოლოდან ჩამოვდივარ და სტერლინგს თუ დვალიშვილს მათ ქალაქში ვეჩხუბები. ყველაფერი ჩემ წინააღმდეგაა. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რამდენად არათანაბარ პირობებში ვიმყოფებით“.

ცნობისთვის, იანისა და დვალიშვილის ჩხუბი UFC 323-ის მთავარი მოვლენა იქნება და თბილისის დროით 7 დეკემბერს, თბილისის დროით 09:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვერ ვხედავ, რის ხარჯზე უნდა მოუგოს იანმა დვალიშვილს“ - უიტეკერი
„ვერ ვხედავ, რის ხარჯზე უნდა მოუგოს იანმა დვალიშვილს“ - უიტეკერი