მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, ალჯამეინ სტერლინგი
Aa
Aa

„მესამე ან მეოთხე რაუნდში დააფინიშებს“ - ალჯო სტერლინგის პროგნოზი

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა და მერაბ დვალიშვილის ახლო მეგობარმა, ალჯამეინ სტერლინგმა ქართველი „მანქანას“ პიოტრ იანთან ჩხუბზე ილაპარაკა.

ალჯოს ეჭვიც არ ეპარება, რომ დვალიშვილი გაიმარჯვებს.

„ფსონს ვდებ იმაზე, რომ მერაბი მას მესამე ან მეოთხე რაუნდში დააფინიშებს. იანის „საბმიშენზე“ დაჭერა რთულია. მე პიოტრი ყელით მყავდა დაჭერილი და ის ჭკვიანურად მოქმედებდა. რაც არ უნდა მოხდეს, მერაბი უდიდესია სუპერ მსუბუქ წონაში“, – თქვა სტერლინგმა.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და იანის რევანში UFC 323-ის მთავარი მოვლენა იქნება და თბილისის დროით, 7 დეკემბერს, 09:00 საათიდან დაიწყება.

გეტყვით ასევე, რომ ქართველი მებრძოლი პიოტრ იანს მეორედ დაუპირისპირდება. „მანქანისთვის“ ეს მიმდინარე წელს მეოთხე ჩხუბი იქნება - იანვარში მან უმარ ნურმაგომედოვი, ივნისში შონ ომალი, სექტემბერში კი კორი სენდჰეგენი დაამარცხა.

რაც შეეხება იანს, მერაბთან მარცხის შემდეგ (2023 წლის მარტი) რუსმა მებრძოლმა ზედიზედ სამი ბრძოლა მოიგო - სონგ იადონგთან, დეივისონ ფიგერედოსთან და მარკუს მაკგისთან (სამივე - მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით). მის ანგარიშზე MMA-ში 19 მოგება და 5 მარცხია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არმან ცარუკიანის პროგნოზი | სომეხი მებრძოლი მერაბის წაგებას ვარაუდობს
არმან ცარუკიანის პროგნოზი | სომეხი მებრძოლი მერაბის წაგებას ვარაუდობს