გიორგი მიქაუტაძე, მარსელინო გარსია ტორალი
Aa
Aa

„უფრო და უფრო უკეთესი გახდება“ | ვილიარეალის მთავარმა მწვრთნელმა მიქაუტაძეზე ისაუბრა

„ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინო გარსია ტორალმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ დამრიგებელს გიორგი მიქაუტაძის შესახებ დაუსვეს კითხვა და მარსელინომ მასზე ისაუბრა.

„რაც შეეხება მიქაუტაძეს, მე ყოველთვის მიყვარს სიფრთხილისა და მოთმინების გამოჩენა. მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ ფეხბურთელთან მიმართებით, რომელიც მიგვაჩნია, რომ ძალიან კარგი ხარისხის მოთამაშეა. მას ჰქონდა პრობლემა, რის გამოც მანამდე ნაჩვენები სტაბილურობის შენარჩუნება გაუჭირდა.

ვფიქრობ, ახლა ძალიან კარგადაა. მშვენიერ განწყობაზეა და შესანიშნავი დამოკიდებულება აქვს. დარწმუნებული ვარ, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან კარგად ითამაშებს. მასთან მიმართებით არანაირი ეჭვი არ გვაქვს. ჩვენ უბრალოდ მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ და მხარი დავუჭიროთ, რათა მისი საუკეთესო ვერსია მივიღოთ.

ის უკვე დაგვეხმარა იმ მომენტებისას, რომლებიც ჩემი აზრით გადამწყვეტი იყო. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც დაგვეხმარება და უფრო და უფრო უკეთესი გახდება.“

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ ბოლო შეხვედრაში, „ანტონიანოსთან“ მოედანზე 54 წუთი გაატარა, „სოსიედადთან“ კი 23 წუთი ითამაშა. „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ მომდევნო მეტოქე „ხეტაფეა“, რომელსაც 6 დეკემბერს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა | მამუკელაშვილმა ლეიკერსს 13 ქულა ჩაუგდო
ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა | მამუკელაშვილმა ლეიკერსს 13 ქულა ჩაუგდო