სანდრო მიქაუტაძე, მათე ისაკაძე
Aa
Aa

17-წლამდე ნაკრებმა ჩრდ. მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ვაჟთა 17-წლამდე ნაკრები, 24 თებერვალს, 17:00 საათზე, რუსთავის მუნიციპალური საფეხბურთო ცენტრის მოედანზე, ჩრდილოეთ მაკედონიის 17-წლამდელთა გუნდს უმასპინძლებს, ხოლო განმეორებითი ამხანაგური მატჩი, 26 თებერვალს, 17:00 საათზე, დიდი დიღმის სფფ-ის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე შედგება.

ალექსანდრე კობახიძის გუნდმა დღეს სფფ-ის რუსთავის ტექნიკური ცენტირს მოედანზე ივარჯიშა. შეკრებას ტრავმის გამო გერმანული „ნიურნბერგის“ წევრი - არი დემირი გამოაკლდება. თუმცა ამხანაგური მატჩებისთვის მოსამზადებელ პროცესს, ირლანდიური „შემროკ როვერსის“ მოთამაშე - მათე ისაკაძე შემოუერთდა.

24 თებერვალი - საქართველო V ჩრდ. მაკდეონია | 17:00 - რუსთავის საფეხბურთო ცენტრი
26 თებერვალი - საქართველო V ჩრდ. მაკდეონია | 17:00 - დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრი

U17 | შემადგენლობა


მეკარეები: გივი წიკლაური (ლოკომოტივი თბილისი), მათე ჭელიძე (დინამო თბილისი), საბა ცარციძე (კოლხეთი ფოთი).

მცველები: ლუკა შარიქაძე (დინამო თბილისი), იოანე გოგიჩაიშვილი (დინამო თბილისი), საბა კილაძე (იბერია 1999), დავით ცქვიტაია (დინამო თბილისი), ალიკა გეთიაშვილი (დინამო თბილისი), საბა ხუციშვილი (ინტერის აკადემია), ანდრია ლოლუა (დინამო თბილისი), ანზორ ცირამუა (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: გიორგი გერგედავა (ტორპედო ქუთაისი), საბა შარვაშიძე (დინამო თბილისი), საბა ავდოევი (იბერია 1999), გიორგი ლაგვილვა (ტორპედო ქუთაისი), ლუკა კნოევი (ოსნაბრუკი, გერმანია), რეზი გაზდელიანი (ბოლნისი სიონი), ბექა ბარამიძე (დინამო ბათუმი), გიორგი ჯამარაული (მეშახტე ტყიბული), მათე ისაკაძე (შემროკ როვერსი, ირლანდია).

თავდამსხმელები: სანდრო მიქაუტაძე (დინამო თბილისი), ედვინ მხოიანი (ინტერის აკადემია), სანდრო კუნჭულია (იბერია 1999), გიორგი გორგაძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ხატოიანი (ტორპედო ქუთაისი).

17-წლამდე (2009 წელს დაბადებულები) ნაკრები, გაზაფხულზე სარეიტინგო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ჩვენი ასაკობრივი უელსს, სან-მარინოს და ანდორას შეხვდება. შესარჩევი ციკლის სარეიტინგო ტურნირის მატჩებს 10-16 აპრილს სან-მარინო უმასპინძლებს.

nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
14 წლის მათე ისაკაძე საქართველოს ნაკრებში (U17) | ირლანდიური შემროკიდან მიიწვიეს
14 წლის მათე ისაკაძე საქართველოს ნაკრებში (U17) | ირლანდიური შემროკიდან მიიწვიეს