ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი ქვილითაია, გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

პარკ დე პრენსზე ოთხმა ქართველმა ითამაშა | პსჟ-მ მეცს მარტივად მოუგო

საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურში პსჟ-მ შინ მეცი 3:0 დაამარცხა. მე-3 წუთზე დუემ ანგარიში გახსნა, პირველი ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე ბრედი ბარკოლამ შეაგდო. მეორე ტაიმში, 77-ე წუთზე გონსალუ რამუშმა სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა.

 

ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე დასვა, 64-ე წუთზე თამაშში ჩართო. ხვიჩამ გონსალუ რამუშის მისამართით ორი გადაცემა შეასრულა, თუმცა პორტუგალიელმა გოლის გატანის ეს შესაძლებლობები ვერ გამოიყენა.

 

მეცის სასტარტოში მხოლოდ ერთი ქართველი, გიორგი წიტაიშვილი იყო, 88-ე წუთზე შეცვალეს.

66-ე წუთზე მოედანზე გიორგი აბუაშვილი გამოვიდა, 79-ე წუთზე - გიორგი ქვილითაია. ასე რომ, ლიგა 1-ის ერთ მატჩში ოთხმა ქართველმა ითამაშა.

პსჟ 54 ქულით პირველზეა, მეცი 13 ქულით ბოლო პოზიციაზეა.

მომდევნო ტურში, 28 თებერვალს პსჟ ლე ავრს ესტუმრება, პირველ მარტს მეცი ბრესტს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უოტფორდის გამარჯვება | ქართველების გუნდმა 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
უოტფორდის გამარჯვება | ქართველების გუნდმა 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა