964 და 501: რონალდუს მორიგი ისტორია
საუდის პრო ლიგის მორიგ ტურში ალ ნასრიმ ალ ჰაზემს უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. ამ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი კრიშტიანუ რონალდუმ შეიტანა.
პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ანგარიში მე-13 წუთზე გახსნა, რაც მისთვის კარიერაში 963-ე გოლი იყო.
საინტერესო კიდევ ის გახლავთ, რომ ალ ჰაზემის კარში გატანილი პირველი გოლი რონალდუსთვის მე-500 იყო მას შემდეგ, რაც 30 წლის გახდა.
ლეგენდარულმა თავდამსხმელმა მეორე ტაიმის მე-80 წუთზე დუბლი შეასრულა და კარიერაში 964-ე გოლი მიითვალა. 30 წლის ასაკის შემდეგ კი 501-ე.
ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, ალ ნასრის 55 ქულა დაუგროვდა. შემდეგ ტურში რონალდუს გუნდი ალ ნაიამას დაუპირისპირდება.