ალვარო არბელოა, მადრიდის რეალი
Aa
Aa

არბელოა: “თუ საუკეთესო ფორმაში არ ვართ, ნებისმიერს შეუძლია ჩვენი დამარცხება“

ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალი ოსასუნას ესტუმრა და 2:1 დამარცხდა. ალვარო არბელოამ შიდა ჩემპიონატში პირველი მარცხი იწვნია.

მატჩის დასრულების შემდეგ, ესპანელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

არბელოა:

„ცუდად ვითამაშეთ. ორი თამაშგარე, ორივე ჩვენს წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, უკეთესად ასპარეზობა შეგვიძლია. კვირაში 3 თამაში ადვილი არ არის. ვალვერდეს მიმართ ჩემი ნდობის ახსნა საჭირო არ არის. დისკომფორტის მიუხედავად, ის დიდ ძალისხმევას დებს და ეს აშკარაა. ამ ეტაპზე მისი რისკის ქვეშ დაყენება არ მინდოდა.

ცუდი მატჩი გამოვიდა. ორჯერ დაგვირტყეს და ორი გოლი გაგვიტანეს. ინტენსივობა, კონტროლი და ბურთის სწრაფი მოძრაობა გვაკლდა. ეს კონცეფციის საკითხია. თუ საუკეთესო ფორმაში არ ვართ, ნებისმიერს შეუძლია ჩვენი დამარცხება. ყველა ჩვენი მოწინააღმდეგე 100%-ით იხარჯება.“

შეგახსენებთ, რომ მრავალ კვირიანი პაუზის შემდეგ, რეალმა ლა ლიგაში ლიდერობა დაიბრუნა, თუმცა დღევანდელი წაგების შემდეგ, არის შანსი, რომ ბლანკოსი კვლავ მე-2 ადგილზე დაქვეითდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბარსელონა თავის მატჩს ლევანტეს წინააღმდეგ მოიგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები