იუვენტუსი, ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

სპალეტი: “თავდაჯერებულობა და ავტორიტეტის გრძნობა გაქრა“

იუვენტუსის ცუდი სერია გრძელდება. ბიანკონერიმ სერია ა-ს მიმდინარე ტურში, საკუთარ კედლებში კომოსთან 0:2 წააგო.

მატჩის დასრულების შემდეგ, ბებერი ქალბატონის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ კომენტარი გააკეთა.

სპალეტი:

„პირველი გაშვებული გოლის შემდეგ, თამაშში დაბრუნება ვცადეთ. ინდივიდუალური პრესინგი არ გამოგვივიდა. იყო მომენტები, როცა ენთუზიაზმი და შესანიშნავი თამაში გვქონდა, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდა.

თვითრწმენა დაგვაკლდა. შეცდომები ძვირად დაგვიჯდა და ფსიქოლოგიურ ასპექტში საკმაოდ მოვიკოჭლეთ. ჩვენს ბოლო შედეგებზე დიდი ზეწოლა მოდის და ეს გარკვეულწილად სიტუაციას ცვლის.

თავდაჯერებულობა და ავტორიტეტის გრძნობა გაქრა. მე ვხედავდი არასწორად განხორციელებულ პასებს, რომლებსაც ჩემი მოთამაშეები უბრალოდ არასდროს აკეთებენ. ზოგადად, ასე არ ხდება ხოლმე. საკუთარი თავი ხაფანგში ჩავაგდეთ.“

შეგახსენებთ, რომ იუვენტუსმა ბოლო მატჩი მიმდინარე თვის პირველ რიცხვში პარმას წინააღმდეგ მოიგო. მას შემდეგ, ბიანკონერიმ 5 თამაშიდან 4 წააგო და 1 ფრედ დაასრულა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის პლეი-აუტში გალათასარაის წინააღმდეგ 2:5.

შემდეგ მატჩს, ლუჩიანო სპალეტის გუნდი კვლავ ჩემპიონთა ლიგაზე, საკუთარ კედლებში გალათასარაის წინააღმდეგ გამართავს.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე მეტი მატჩი პრემიერ ლიგაში - ჯეიმს მილნერის რეკორდი
ყველაზე მეტი მატჩი პრემიერ ლიგაში - ჯეიმს მილნერის რეკორდი