ბარსელონა, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ფლიკი: “ფეხბურთელები დარწმუნებულები არიან იმაში, რასაც ვაკეთებთ“

ლა ლიგის მორიგ ტურში ბარსელონა ლევანტეს უმასპინძლებს. მატჩის წინ, ბლაუგრანას მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ფლიკი:

„ორი მარცხის და იმის ჩვენების შემდეგ, რომ საუკეთესო ფორმაში არ ვიყავით, ორდღიანი დასვენება ძალიან სასარგებლო იყო. ახლა ფეხბურთელები უფრო კარგად არიან და ეს მნიშვნელოვანია. სახლში ვთამაშობთ და უნდა მოვიგოთ. გვინდა თავდაჯერებულობა დავიბრუნოთ. მნიშვნელოვანია ამ თავდაჯერებულობის აღდგენა. როდესაც აგებ და კარგად არ თამაშობ, შეიძლება ეჭვები გაჩნდეს. ძალიან გულწრფელები ვიყავით და ეს მომავალი მატჩების გასაღებია.

ფეხბურთელები ჩვენს სათამაშო სტილში დარწმუნებულები არიან. ბევრ მოთამაშეს ვესაუბრე და ყველა 100%-ით დარწმუნებულია. ხანდახან ვაგებთ და რა თქმა უნდა, ეს არავის უხარია, განსაკუთრებით მაშინ თუ წაგება ისეთ კლუბს ეხება, როგორიც ბარსელონაა.

ყველა დარწმუნებულია იმაში, რასაც ვაკეთებთ. ეს ადვილი დრო არ არის, მაგრამ კომუნიკაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ გულწრფელები და გახსნილები ვიყავით. მე მათ კითხვებს ვუსვამ. მე ასე ვმუშაობ და ვმართავ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ლიდერები გვჭირდება. ჩვენ ყოველთვის ერთ დონეზე უნდა ვიურთიერთოთ და შემდეგ მე ვიღებ გადაწყვეტილებებს. მინდა, რომ მოთამაშეებმა აიღონ პასუხისმგებლობა და ისინიც იღებენ.

პედრიმ შესაძლოა, კვირას რამდენიმე წუთი ითამაშოს, მაგრამ დადებითი ის არის, რომ ის უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. თავისი ხარისხის წყალობით, ის სხვა ტიპის ლიდერია. მომავალში მას შეუძლია ამ კლუბის ლეგენდა გახდეს.“

შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ ბოლო ორი მატჩი წააგო. პირველი კოპა დელ რეის ნახევარფინალში ატლეტიკოსთან 0:4, ხოლო შემდეგ ლა ლიგაში ჟირონასთან 1:2. ამ წაგების შემდეგ, ბლაუგრანამ ლა ლიგაში ლიდერობა დაკარგა და ახლა მათ რეალი 2 ქულით უსწრებს.

ცნობისთვის, ბარსელონასა და ლევანტეს დაპირისპირება 22 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 19:15-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე მეტი მატჩი პრემიერ ლიგაში - ჯეიმს მილნერის რეკორდი
ყველაზე მეტი მატჩი პრემიერ ლიგაში - ჯეიმს მილნერის რეკორდი