პსჟ Vs მეცი | იქნება თუ არა კვარა ძირითადში
საფრანგეთს ლიგა 1-ის მორიგ ტურში ქართული დერბია. ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ ჟერმენი წიტაიშვილის, აბუაშვილის და ქვილითაიას მეცს უმასპინძლებს.
მატჩის წინ, ფრანგულმა გამოცემებმა სავარაუდო შემადგენლობები გამოაქვეყნეს, რომლებშიც მხოლოდ 1 ქართველი ფიგურირებს.
Le Parisien-ის და L’equipe-ს ვერსიები იდენტური აღმოჩნდა:
პსჟ:
საფონოვი, ჰაკიმი, ზაბარნი, ბერალდო, ერნანდესი, ზაირ-ემერი, ვიტინია, ლი, მბაიე, რამუში, დუე
მეცი:
ფიშერი, კუაო, სანე, მბულა, კოლინი, მუნოგო, ტრაორე, მიშალი, გბამინი, დიალო, წიტაიშვილი
შეგახსენებთ, რომ მონაკოსთან მატჩის დროს, ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა. თავდაპირველად გაჩნდა ინფორმაცია, რომ ქართველ ფეხბურთელს ტრავმა ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით სამწვრთნელო შტაბმა განაცხადა, რომ კვარა გადაღლილობის გამო შეცვალეს.
ცნობისთვის, პარი სენ ჟერმენისა და მეცის დაპირისპირება 22 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 00:05-დან(დღეს ღამე) დაიწყება.