ზურიკომ გაიტანა და აქტიური იყო | სენტ-ეტიენმა ლავალს მოუგო
ლიგა 2-ის 24-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „ლავალს“ უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა.
მე-3 წუთზე „მწვანეებმა“ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც ზუსტად ზურიკომ შეასრულა. ეს ლიგა 2-ის მიმდინარე გათამაშებაში ქართველი გარემარბის მე-11 გოლია.
33-ე წუთზე ზურიკო დუბლთან იყო ახლოს, თუმცა მისი დარტყმა „ლავალის“ მეკარემ მოიგერია. 36-ე წუთზე მამადუ კამარამ წონასწორობა აღადგინა, თუმცა მალევე აუგუსტინ ბოაკიემ ლამაზი დარტყმით „სენტ-ეტიენის“ მეორე გოლი გაიტანა.
ზურიკომ 89 წუთი ითამაშა და Sofascore-ისგან 7.2-ქულიანი შეფასება დაიმსახურა. ქართველი შემტევის სტატისტიკა ასეთი იყო: 1 გოლი, 1 საკვანძო პასი, 3-დან 1 ზუსტი ჩაწოდება, 36-დან 30 ზუსტი პასი (83%), 2 დარტყმა კარში, 1 დაბლოკილი დარტყმა, 51 შეხება ბურთთან და 2-დან 1 მოგებული ორთაბრძოლა.
დავითაშვილის გამორჩეული მომენტები
24 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენი“ 43 ქულით მეორე ადგილზეა და სატურნირო ცხრილის ლიდერ „ტრუას“ 2 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში „მწვანეები“ 28 თებერვალს სტუმრად „პოს“ დაუპირისპირდებიან.