ხამზატ ჩიმაევი
Aa
Aa

მინიშნება თავადაც გააკეთა - სიახლე ჩიმაევის კარიერაში

ხამზატ ჩიმაევი წონის შეცვლას და ძალების ქვემძიმე დივიზიონში მოსინჯვას აპირებს - ამის შესახებ ინფორმაცია ერთბაშად რამდენიმე ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა X-ზე გაავრცელა, რომელთა პროგნოზებიც 99-პროცენტიანი ალბათობით მართლდება. საშუალო წონის 31 წლის დაუმარცხებელ ჩეჩენ ჩემპიონზე წერენ, რომ ის ზემოთ დივიზიონში ასვლის შემდეგ დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის ირჟი პროხაზკასთან იბრძოლებს.

რატომ დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის და რატომ პროხაზკასთან? იმიტომ, რომ ალექს პერეირას მძიმე წონაში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი ამბავია და ყოველივე ეს სავარაუდოდ თეთრი სახლის ღონისძიების ყველა მონაწილის გამოცხადების შემდეგ გაოფიციალურდება, სადაც ბრაზილიელი ძალიან დიდი ალბათობით იბრძოლებს. რაც შეეხება ჩიმაევი-პროჰასკას დაპირისპირების თარიღს, ვარაუდობენ რომ მათი დუელი 11 აპრილს, მაიამიში UFC 327-ის მთავარი მოვლენა იქნება.

ცნობისათვის, გავრცელებული ინფორმაციიდან ზუსტად ერთ საათში, ხამზატ ჩიმაევმა სოციალურ ქსელში საკუთარ პროფილზე დაწერა ზუსტად ის წონა, რომელშიც ქვემძიმე დივიზიონში ჩხუბობენ, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გავრცელებული ინფორმაცია მისი კარიერული სიახლეების შესახებ, ზედმიწევნით სწორია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეგონა, რომ დამჩაგრავდა“ | ერნანდესმა დოლიძესთან გამართული ბრძოლა გაიხსენა
„ეგონა, რომ დამჩაგრავდა“ | ერნანდესმა დოლიძესთან გამართული ბრძოლა გაიხსენა