ანტონიო კასანო, ჯან პიერო გასპერინი
Aa
Aa

„საზიზღარი გუნდი ჩამოაყალიბა“ - კასანო რომაში წმენდას ითხოვს

ანტონიო კასანო ფეხბურთელობის დროს სათქმელს ყველას ყოველთვის პირდაპირ ეუბნებოდა და არავის წყენინებას არ ერიდებოდა, რის გამოც რთული ხასიათის პიროვნებას უწოდებდნენ და მწვრთნელებსაც მასთან მუშაობა ნამდვილად არ სიამოვნებდათ. იტალიელს ეს ჩვევები არც კარიერის დასრულების შემდეგ შეუცვლია - პირიქით, კიდევ უფრო ხისტი გახდა და ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი ანტონიოს ყოფილი კლუბი „რომა“, მისი რამდენიმე ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი ჯანპიერო გასპერინი გახდა. კასანომ Il Messaggero-სთან ინტერვიუში ასეთი განცხადება გააკეთა:

„მე ყოველთვის მომწონდა გასპერინის ფეხბურთი, მაგრამ არ მომწონს როგორც ის „რომას“ ათამაშებს. ეს იმის 1 პროცენტიც არ არის, რასაც „ატალანტაში“ ვხედავდით. ფაქტია, რომ მწვრთნელმა შესაფერი ფეხბურთელები ვერ იპოვა და საზიზღარი გუნდი ჩამოაყალიბა. ასეთ ვითარებაში მხოლოდ ერთ იმედს დავიტოვებ, რომ „ჯალოროსო“ ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილს შეინარჩუნებს.

რა არის საჭირო მძიმე მდგომარეობის გამოსასწორებლად? უნდა გაუშვან მანჩინი, კრისტანტე, დიბალა და პელეგრინი. ახლა „რომას“ ძლიერი ახალგაზრდა მოთამაშეები სჭირდება და არა ისეთები, რომლებიც ვიდეოების გადაღებისა და კამათის გარდა არაფერს აკეთებენ. კრისტანტე ლამის ყველა თამაშში საგზაო პოლიციელივით იქცევა, ასეთი დონის მოთამაშე „მგლებში“ არ უნდა ირიცხებოდეს.

ვისურვებდი ჩემს მიერ დასახელებული ფეხბურთელები წავიდნენ, რადგან ასეთ შემთხვევაში „რომაში“ დაბინძურებული ჰაერი სუფთა ჰაერით შეიცვლება. გარდა ამისა, ფრანჩესკო ტოტის ისეთივე ფუნქციები უნდა ჰქონდეს „ჯალოროსოში“, როგორიც ხავიერ ძანეტის „ინტერში“ აქვს. ჩესკოს მეტი ხმის უფლება უნდა ჰქონდეს, მას მოუსმინეთ და მარიონეტად ნუ აქციეთ“.

ცნობისათვის, 25 ტურში დაგროვებული 47 ქულით ჯანპიერო გასპერინის მომზადებული „რომა“ იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა და ლიდერ „ინტერს“ 14 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საცოდაობა და ძალიან დაბალი დონეა“ - კასანო იტალიურ კლუბებზე
„საცოდაობა და ძალიან დაბალი დონეა“ - კასანო იტალიურ კლუბებზე