ანტონიო კასანო
Aa
Aa

„რომ არა პსჟ და მისი მეპატრონე“ - კასანომ ლიგა 1 დაამცირა

ანტონიო კასანო კარიერის დასრულების შემდეგ გარდა იმისა, რომ სხვადასხვა პოდკასტების ხშირი სტუმარია, თავადაც აქვს საავტორო გადაცემა და პერიოდულად იმდენად სკანდალურ შეფასებებს აკეთებს, რომ მისი სიტყვები მაშინვე სხვადასხვა ვებ-გვერდების მთავარ თემებად იქცევა ხოლმე. ასე მოხდა ამჯერადაც, როდესაც „ფანტანტონიოს“ ევროპის ტოპ-ჩემპიონატების შეფასება სთხოვეს, ლიგა 1-ზე ისეთი რამ თქვა, რომ ფრანგული ფეხბურთის ქომაგებს ნამდვილად განაწყენებულებს დატოვებდა.

ანტონიო კასანო

რა იყო საფრანგეთის ჩემპიონატი იქამდე, სანამ ნასერ ელ-ხელაიფი „პარი სენ-ჟერმენის“ მეპატრონე გახდებოდა? საერთოდ არაფერი, არარაობა. მერწმუნეთ, ამ კაცმა რომ გადაწყვიტოს და იქ ფულის დაბანდებაზე უარი თქვას, ლიგა 1 იგივეს დაემსგავსება, რასაც მის მისვლამდე ჰგავდა. დამიჯერეთ, ალ-ხელაიფისა და „სენ-ჟერმენის“ გარეშე საფრანგეთის ჩემპიონატი ალჟირის, ტუნისის და შვედეთის პირველობის დონეზეა.

ცნობისათვის, ანტონიო კასანო საკლუბო დონეზე „ბარის“, „რომას“, „რეალის“, „სამპდორიას“, „მილანის“, „ინტერის“, „პარმას“, „სამპდორიასა“ და „ვერონას“ ღირსებას იცავდა. „ჯალოროსოსთან“ ერთად მან იტალიის სუპერთასი (2001), ხოლო „ბლანკოსისა“ და „როსონერის“ რიგებში შესაბამისად, ლა ლიგა (2007), სკუდეტო (2011) და იტალიის სუპერთასი (2011) მოიგო. 2001 და 2003 წლებში კასანო იტალიის სერია A-ს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როგორ განაწილდა ჩემპიონთა ლიგის ბიუჯეტი | პსჟ-მა 144 მილიონი მიიღო
როგორ განაწილდა ჩემპიონთა ლიგის ბიუჯეტი | პსჟ-მა 144 მილიონი მიიღო