უოტფორდის გამარჯვება | ქართველების გუნდმა 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
ჩემპიონშიფის 23-ე ტურში უოტფორდმა შინ დერბი ქაუნთი 1:0 დაამარცხა. პირველი გოლი ლუკა კერუმგორის ანგარიშზეა, მე-5 წუთზე გაიტანა. 90-ე წუთზე მამადუ დუმბიამ შეაგდო.
უოტფორდმა 7-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა, 3 ქულა მოიპოვა, 48 ქულით მე-9 ადგილზეა და საუკეთესო სამეულს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.
საბა გოგლიჩიძემ სასტარტო 11-დან დაიწყო. პირველი ტაიმის მიწურულს სტუმართა ფორვარდმა საბას წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა, თუმცა არბიტრს მისთვის ყვითელი ბარათი არ უჩვენებია.
საბამ მარცხენა ცენტრალურ მცველად ითამაშა, ეს პოზიცია მისთვის ნაკლებად კომფორტულია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მან უოტფორდში მესამე მატჩი ჩაატარა და გუნდმა კარი მშრალად პირველად დღეს შეინახა. საბა 86-ე წუთზე შეცვალეს.
ჩაკვეტაძე სკამზე იჯდა, 23-ე წუთზე თამაშში ჩაერთო, ტრავმირებული თანაგუნდელი ოტმან მაამა შეცვალა. მალევე, მეტოქეს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა, შეტევა თავად გაამწვავა, თუმცა სუსტად და პირდაპირ მეკარისკენ დაარტყა. ქართველი შემტევი მეორე გოლისას კომბინაციაში მონაწილეობდა.
ჩაკვეტაძე დერბის წინააღმდეგ
52-ე წუთზე ჩაკვემ ყვითელი ბარათი მიიღო.
ამ სეზონში ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფში 17 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 1 საგოლე პასია.
მომდევნო ტურში, 24 თებერვალს უოტფორდი იფსვიჩს მიიღებს.