ისტორიული გამარჯვება - აპოლომ ხორვატებს აჯობა
Aa
Aa

ისტორიული გამარჯვება - აპოლომ ხორვატებს აჯობა

წყალბურთის კლუბმა „აპოლომ“ არამარტო გუნდის, არამედ ქართული წყალბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება მოიპოვა. ევროპის კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ჩემპიონსა და ხორვატიის „პრიმორიეს“ შორის მატჩი 13:13 დასრულდა, ხუთმეტრიანების სერიაში კი ქართველმა წყალბურთელებმა 10:9 გაიმარჯვეს. 

ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი დრაგოლიუბ როგაჩი იყო, რომელმაც 4 ბურთი გაიტანა. 3 გოლია დმიტრი ალექსეევის ანგარიშზე, დუბლი სრდან ვუკშანოვიჩმა და იოვან სარიჩმა შეასრულეს, ხოლო თითო ბურთი ხვიჩა ჯახაიამ და დენეშ ვარგამ გაიტანეს. რაც შეეხება ხუთმეტრიანების სერიას, გადამწყვეტი დარტყმა გოლად ვუკშანოვიჩმა აქცია.

ცნობისათვის, ხორვატიის „პრიმორიე“ ჩემპიონთა ლიგის ორგზის ვიცე-ჩემპიონი და ერთგზის ბრინჯაოს მედალოსანია. გარდა ამისა, ამ კლუბს ორი წლის წინ ევროთასის ფინალი აქვს ნათამაშები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნიკოლაიშვილი აბდუშელიშვილმა შეცვალა - რურუამ კანდიდატურა მოხსნა
ნიკოლაიშვილი აბდუშელიშვილმა შეცვალა - რურუამ კანდიდატურა მოხსნა