ისტორია დაიწერა! - წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე ითამაშებს
საქართველოს წყალბურთის ნაკრები მსოფლიო თასზე ითამაშებს. ტურნირის საგზური ჩვენმა გუნდმა მალტაში გამართულ საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინალში გასვლით მოიპოვა. ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე გერმანია იყო რომელიც ჩვენმა გუნდმა 19:13 დაამარცხა.
ქართველებმა საწყისი ორი პერიოდი ერთნაირი ანგარიშით, 4:3 მოიგეს. მესამეში კი სრული უპირატესობა მოიპოვეს, გერმანელებს 5:1 აჯობეს და ბოლო რაუნდის წინ ექვსი ქულით დაწინაურდნენ – 13:7. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა. დარჩენილ დროში მეტოქისთვის თამაშის შემოტრიალების უფლება არ მიუციათ.
ფინალი 13 აპრილს, თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება და საქართველოს ნაკრების მეტოქე მონტენეგრო იქნება.
ტურნირი 22-26 ივლისს ავსტრალიაში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს გარდა ავსტრალია, ხორვატია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, მონტენეგრო და ესპანეთი მიიღებენ.