ზედიზედ მეორედ - აპოლო საქართველოს ჩემპიონია
Aa
Aa

ზედიზედ მეორედ - აპოლო საქართველოს ჩემპიონია

საქართველოს წყალბურთის ჩემპიონატი „აპოლოს“ გამარჯვებით დასრულდა. გათამაშების ბოლო ტურში დიმიტრი სტრატანისა და რევაზ ჩომახიძის მომზადებულმა წყალბურთელებმა უშუალო კონკურენტი „დინამო თბილისი“ 19-10 დაამარცხეს და ოქროს მედლები ზედიზედ მეორედ მოიპოვეს.

გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი 4 ბურთი სერბმა წყალბურთელმა სერდან ვუკშანოვიჩმა გაიტანა, „დინამო თბილისის“ რიგებში კი ათიდან ოთხი გოლი საბა ტყეშელაშვილის ანგარიშზეა. 29 მაისს საქართველოს თასის ნახევარფინალები გაიმართება და თუ „აპოლომ“ და „დინამო თბილისმა“ მოწინააღმდეგეები დაამარცხეს, ამ ტურნირზეც ოქროს მედლებს ეს გუნდები გაითამაშებენ.

ცნობისათვის, შემოდგომიდან „აპოლო“ საქართველოს ჩემპიონის სტატუსით ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვა და ტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აბდუშელიშვილის პირველი ნაბიჯი - ლეგენდარული იტალიელის სავარჯიშო პროგრამა
აბდუშელიშვილის პირველი ნაბიჯი - ლეგენდარული იტალიელის სავარჯიშო პროგრამა