ალექს პერეირა
Aa
Aa

„ერთი მისია დამრჩა...“ - პერეირა კვლავ მესამე ქამარს უმიზნებს

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა საშუალო და ქვემძიმე წონით კატეგორიებში, ალექს პერეირამ, სერბეთში ფანებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი კვლავ მძიმე წონის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაა.

„ჩემი კარიერით კმაყოფილი ვარ, მაგრამ კიდევ ერთი მისია დამრჩა. თეთრ სახლში ეს არ გამომივიდა, თუმცა ჩემი მიზანი კვლავ მესამე ქამრის მოპოვებაა. როცა რამეზე ვფოკუსირდები, ამ მიზანს ყოველთვის ვაღწევ.

შემდეგ ჯერზე შანსს ხელიდან აღარ გავუშვებ. ვინმე კონკრეტულ ოპონენტზე არ ვფიქრობ. ვისაც შემახვედრებენ, იმას ვეჩხუბები.

ბუნებრივია, წაგება არავის სურს... მარცხს არასდროს უნდა შეეგუო, მაგრამ ვიცი, რომ ეს სპორტის ნაწილია. ბევრი მებრძოლი პირველი წაგების შემდეგ დეპრესიაში ვარდება და ამ ტკივილს ვერ უძლებს. მე ეს უკვე გავიაზრე და მივიღე. წაგებას არ ვეგუები, მაგრამ მესმის, რომ ესეც გზის ნაწილია — სწორედ ეს გაძლევს საშუალებას, უფრო ძლიერი დაბრუნდე“.

შეგახსენებთ, რომ „პოატანი“ ივნისში, თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე მძიმე წონის დროებითი ქამრისთვის ბრძოლაში სირილ განთან ნოკაუტით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ალბათ სერიული მკვლელი ვიქნებოდი“ - სტრიკლენდმა წარსული გაიხსენა
„ალბათ სერიული მკვლელი ვიქნებოდი“ - სტრიკლენდმა წარსული გაიხსენა