ედინ ჯეკო, ნიკას ბლოგები
Aa Aa

„ომში გაზრდილი ბიჭიდან ერის სიმბოლომდე“ - ედინ ჯეკოს გულწრფელი წერილი ბოსნიას

„ძვირფასო ბოსნია და ჰერცეგოვინის შვილებო,

მინდა მხოლოდ ერთი რამ გითხრათ:

არაფერი არის შეუძლებელი..

არაფერი..

ჩვენ გაგვიმართლა, რომ ბოსნიელები ვართ. ამას მხოლოდ როგორც ადამიანი არ ვამბობ, რომელმაც საკუთარი ოცნება აისრულა, არამედ როგორც ბიჭი, რომელმაც ომი გადაიტანა და რომლის ბედიც ძალიან მარტივად შეიძლებოდა სრულიად სხვაგვარად წარმართულიყო.

არ მიყვარს სარაევოს ალყაზე საუბარი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ, სინამდვილეში რას ნიშნავდა ეს ყველაფერი..

როდესაც ალყა დაიწყო, ექვსი წლის ვიყავი. მახსოვს, როგორ ჩაირთო პირველი საჰაერო განგაში. დედამ ხელი მომკიდა და ფეხსაცმლის კარადის უკან დამმალა. ეს მხოლოდ პირველი დღე იყო. შემდეგ კი ეს ყველაფერი ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდა..

სრულად ვერ ვხვდებოდით, რა ხდებოდა, მაგრამ ყოველდღე შიშში ვცხოვრობდით..

როდესაც ჩვენი სახლი უკვე ძალიან სახიფათო გახდა, ბებია-ბაბუასთან გადავედით. მათი ბინა, ალბათ, მხოლოდ 40 კვადრატული მეტრი იყო. იქ 15 ადამიანი ვცხოვრობდით — ბიძაშვილები, ბიძები, დეიდები... ყველას იატაკზე გვეძინა..

ხშირად „მონოპოლიას“ ვთამაშობდით. იცით ეს თამაში?

გარეთ გასვლა ძალიან საშიში იყო, რადგან ქალაქს სნაიპერები აკონტროლებდნენ. ამიტომ მე და ჩემი ბიძაშვილები აივნის კართან, იატაკზე ვისხედით და საათობით ვთამაშობდით..

გარედან განგაშის სირენები და აფეთქებების ხმა გვესმოდა. ზოგჯერ მიწაც კი ირყეოდა და „მონოპოლიის“ ფიგურები ოთახში იფანტებოდა..

მაგრამ თამაშის დროს იყო რამდენიმე წუთი, როცა ყველაფერს ვივიწყებდით..

რამდენიმე წამით ომი აღარ არსებობდა..

გვავიწყდებოდა, რომ ჩვენს გარშემო მთელი სამყარო ინგრეოდა..

იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში უბრალოდ ბავშვები ვიყავით..

ყველაზე მეტად კი გარეთ ფეხბურთის თამაში გვინდოდა..

ყოველდღე ვხედავდით, როგორ მიჰყავდათ დაჭრილი და დაღუპული უდანაშაულო ადამიანები სასწრაფო დახმარების მანქანებით..

მაგრამ როგორ უნდა გამოკეტო ბავშვი სახლში ოთხი წლის განმავლობაში?

ეს შეუძლებელია..

ჩვენმა მშობლებმაც ეს კარგად იცოდნენ..

ხანდახან, როცა შედარებით მშვიდი ჩანდა სიტუაცია, დედა კარს გააღებდა და მე უბნის სხვა ბავშვებთან ერთად სათამაშოდ გავრბოდი..

არასოდეს დამავიწყდება, როგორ მიყურებდა იმ დროს..

სახეზე ოდნავი ღიმილი ჰქონდა, რადგან ბედნიერი იყო, რომ თამაშის საშუალებას მაძლევდა..

მაგრამ როცა თვალებში ვუყურებდი, იქ სულ სხვა რამ ჩანდა..

ვხედავდი, როგორ ეშინოდა, რომ შეიძლება უკან ვეღარასდროს დავბრუნებულიყავი..

„დროდადრო ყველას გვიწევდა გარეთ გასვლა..

წყალი ხშირად წყდებოდა, ამიტომ ვედროებს ვიღებდით და ქუჩაში რიგში ვდგებოდით, რომ წყალი აგვეღო..

ლიფტები არ მუშაობდა..

ელექტროენერგია არ იყო..

ამიტომ ყველაფრის ფეხით ატანა გვიწევდა..

მესამე სართული..

მეოთხე..

კიდევ ექვსი სართული დარჩა..

ალბათ, იმ დროს სარაევოში ყველაზე ფიზიკურად მომზადებული ბავშვი ვიყავი..

საკვების მოპოვებაც ყოველდღიური ბრძოლა იყო. ჩვენი მშობლები ამისთვის საკუთარ სიცოცხლეს რისკავდნენ..

თუმცა ხანდახან ციდან საკვებით სავსე ყუთები ეშვებოდა — თითქოს სასწაული ხდებოდა..

ჩვენ მათ „სადილის ყუთებს“ ვეძახდით..

არ ვიცოდით, საიდან მოდიოდა. არც გვაინტერესებდა..

ეს სამხედრო ულუფები იყო, მაგრამ ჩვენთვის საოცრად გემრიელი ჩანდა..

როდესაც ყოველდღე ერთსა და იმავე საჭმელს ჭამ, მიწისთხილის კარაქიც კი ზეციდან გამოგზავნილ საჩუქრად გეჩვენება..

საბოლოოდ, გადავრჩით..

დღეს, როცა უკან ვიყურები, მიკვირს, რამდენად ძლიერები ვიყავით..

უბრალოდ ბავშვები ვიყავით..

მაგრამ ამ ომს არანაირი აზრი არ ჰქონდა..

ამდენი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა..

რისთვის?

ფულისთვის..

ძალაუფლებისთვის..

ეგოსთვის..

სინამდვილეში — არაფრისთვის..

დღეს, როცა ტელევიზორში ან ინტერნეტში ომის კადრებს ვხედავ, ცუდად ვხდები..

არ მინდა, რომ ომი სადმე არსებობდეს..

როგორც ჩანს, უფროსები ამას ვერასდროს სწავლობენ..

„ალყის დასრულების დროს თითქმის 10 წლის ვიყავი..

იმ პერიოდში ფეხბურთელობაზე არც კი ვფიქრობდი..

ეს იმდენად შეუძლებელი ჩანდა, რომ ასეთ ოცნებასაც ვერ ვბედავდი..

ომის შემდეგ ყველაფერი განადგურებული იყო..

დღეს სადაც მწვანე საფეხბურთო მოედნებია, მაშინ დამწვარი მიწა და ნანგრევები იყო..

ფეხბურთს მხოლოდ იმიტომ ვაგრძელებდი, რომ ის გულით მიყვარდა..

თავდაპირველად მამას ერთ-ერთ სკოლის სპორტულ დარბაზში დავყავდი, სადაც ვვარჯიშობდი..

რამდენიმე თვის შემდეგ მოედნების გაწმენდა დაიწყეს და დამწვარ მიწაზე ისევ თეთრი ხაზები გამოჩნდა..

იმ დროს მამა პურისა და ნამცხვრების დამტარებლად მუშაობდა, მაგრამ როგორც კი პირველ კლუბში ჩავირიცხე, შესვენებებს იღებდა, რომ ვარჯიშზე წავეყვანე..

გზაში ყოველთვის ერთსა და იმავეს მეუბნებოდა:

„იყავი კეთილი ადამიანი და ყველას ერთნაირად მოექეცი, მნიშვნელობა არ აქვს, საიდან არის ან რას აკეთებს.“

ეს სიტყვები არასოდეს დამვიწყებია..

მამაც ფეხბურთელი იყო — ქვედა ლიგებში თამაშობდა..

ჩემთვის ის ნამდვილი გმირი იყო..

ყოველ ჯერზე, როცა მანქანიდან გადმოვდიოდი, ბანანს მაწვდიდა და მეუბნებოდა:

„წარმატებები, შვილო.“

შაბათ-კვირას ერთად ვუყურებდით ფეხბურთს.

(ეს იშვიათი გამონაკლისი იყო, რადგან ჩვეულებრივ დედასთან ერთად მექსიკურ ტელესერიალებს ვუყურებდი.)

იმ პერიოდში მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატი სერია A იყო.

თუ გახსოვთ ანდრეი შევჩენკო, „მილანის“ ლეგენდარული თავდამსხმელი...

„შევა“ ჩემი კუმირი იყო.

იტალია უზომოდ მიყვარდა..

ჩემთვის ეს ქვეყანა ზღაპრულ სამყაროს ჰგავდა, რომელიც სადღაც დედამიწის მეორე მხარეს არსებობდა..

იქ ფეხბურთის თამაში იმდენად არარეალური ჩანდა, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი..

ჩემი ერთადერთი ოცნება იყო, ოდესმე ჩემი კლუბის, „ჟელეზნიჩარის“, პირველ გუნდში მეთამაშა..

ერთ-ერთმა მწვრთნელმა მაშინ „შევა“ შემარქვა — ქერა ვიყავი და ბევრ გოლს ვიტანდი..

ვიფიქრე: „კარგი მეტსახელია... სიამოვნებით დავიტოვებ..

„შემდეგ, როდესაც 19 წლის ვიყავი, ერთ დღეს ჩემთან კიდევ ერთი მწვრთნელი მოვიდა და მითხრა, რომ ჩემი ჩეხეთში წაყვანა სურდა..

სიმართლე რომ ვთქვა, ბოსნიის დატოვება საერთოდ არ მინდოდა..

მაგრამ მან მითხრა, რომ იქ ჩემი ოცნების ასრულების გაცილებით მეტი შანსი მექნებოდა..

თუ გულწრფელი ვიქნები, იმ დროს არც კი ვიცოდი, ჩემი ოცნება სინამდვილეში რა იყო..

უბრალოდ მინდოდა, ყოველდღე უკეთესი ფეხბურთელი გავმხდარიყავი..

ერთი რამ ყოველთვის მქონდა — საკუთარი თავის რწმენა..

ჩემი ყველაზე ძლიერი მხარე სხეული კი არა, გონება იყო..

როდესაც „ტეპლიცეში“ ჩავედი, საკუთარ თავს ვუთხარი:

„ედინ, აქ ყველაზე მეტი უნდა იშრომო, თორემ უკან გაგაბრუნებენ..

იმ დროს კლუბმა ჩემს სანაცვლოდ მხოლოდ 25 000 ევრო გადაიხადა..

დაახლოებით ორი წლის შემდეგ უკვე „ვოლფსბურგში“ გადავედი..

როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე „მილანის“ წინააღმდეგ ვითამაშეთ, მატჩის დასრულების შემდეგ მაისური ჩემს ბავშვობის კუმირს — ანდრეი შევჩენკოს გავუცვალე..

შემდეგ „მანჩესტერ სიტიმ“ ჩემი ტრანსფერისთვის 37 მილიონი ევრო გადაიხადა..

ამის შემდეგ „რომას“ ფეხბურთელი გავხდი..

მე ბავშვობა ომში გავატარე..

და უცებ აღმოჩნდა, რომ ზღაპარში ვცხოვრობდი..

არაფერი არის შეუძლებელი..

ბოსნიის მსოფლიო ჩემპიონატზე გაყვანაც კი..

2014 წელი გახსოვთ?

როდესაც ბოსნიის ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა, ეს ჩვენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღე იყო..

გადამწყვეტი საკვალიფიკაციო მატჩი ლიტვაში, ძველ სტადიონზე ვითამაშეთ..

როგორც კი მსაჯმა საფინალო სასტვენი ჩაბერა, ბოსნიელმა გულშემატკივრებმა სტადიონის კედლებზე გადაძრომა დაიწყეს, რათა მოედანზე შემოსულიყვნენ..

მაგრამ ეს კედლები დაახლოებით ორი მეტრის სიმაღლის იყო და იქიდან პირდაპირ ბეტონზე ხტებოდნენ..

მახსოვს, უკან მოვიხედე და დავინახე, როგორ მორბოდნენ ჩვენსკენ..

ვიფიქრე:

„ღმერთო ჩემო... ეს ხალხი გაგიჟდა..

მერე შევნიშნე, რომ ერთი კაცი სხვებზე ნელა მოდიოდა..

კოჭლობდა..

თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე..

ეს მამაჩემი იყო..

ვკითხე:

„მამა, რა დაგემართა?“

მან მიპასუხა:

„დაშვებისას ფეხი დავიზიანე... მაგრამ არ ინერვიულო. ახლა საერთოდ ვერაფერს ვგრძნობ!

შემდეგ ერთმანეთს ჩავეხუტეთ..

და ორივემ ვიტირეთ..

სამწუხაროდ, ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე იღბალი ჩვენს მხარეს არ ყოფილა.

თქვენ ეს, ალბათ, არ გახსოვთ, მაგრამ ნიგერიასთან გოლი გავიტანე, რომელიც წესების სრული დაცვით იყო გატანილი, თუმცა არ ჩათვალეს..

იმ დროს VAR-ი ჯერ არ არსებობდა და საბოლოოდ ჯგუფიდან გასვლა ვერ მოვახერხეთ..

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სხვა რამ იყო..

ჩვენმა პატარა ქვეყანამ „მარაკანაზე“ ითამაშა..

ჩვენ მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ, ვინ ვართ..

და ახლა... ისევ დავბრუნდით..

იცით, რა არის ყველაზე სასაცილო?

მარტში 40 წლის გავხდი, მაგრამ დაბადების დღე ჯერაც არ აღმინიშნავს.

მუსლიმი ვარ და იმ პერიოდში რამადანი იყო.

შემდეგ კი უელსთან და იტალიასთან ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები გვქონდა..

ამიტომ საკუთარ თავს ვუთხარი:

„კარგი... აი, ეს იქნება ჩემი ნამდვილი დაბადების დღის წვეულება.“

მახსოვს, უელსთან 0:1 ვმარცხდებოდით..

ტაბლოს ავხედე..

85:00..

პანიკა დამეუფლა..

დრო სწრაფად იწურებოდა..

შემდეგ კუთხური მოვიპოვეთ..

ჩემს მეურვედ ძალიან დაბალი ფეხბურთელი იდგა..

გავიფიქრე:

„რა მშვენიერია!“

ბურთს თავი ოდნავ შევახე და კარში გავუშვი..

გოლის აღნიშვნას ვიწყებდი, როდესაც უცებ გამახსენდა, რომ კარიერაში ოთხჯერ მქონდა პენალტების სერია ნათამაშები..

და ოთხივე წაგებული მქონდა..

საბედნიეროდ, ჩვენს ახალგაზრდებს პენალტების დარტყმა ძალიან კარგად გამოსდით..

ისინი ჩვენნაირი ვეტერანებივით ზედმეტად აღარ ფიქრობენ..

როდესაც იტალიას შევხვდით, ჯანლუიჯი დონარუმას ძალიან ვუფრთხოდი.

იცით, როგორი გიგანტია?

სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, პენალტების სერიაში მის წინააღმდეგ გოლის გატანას თუ შევძლებდი..

მაგრამ დამატებითი დროის ბოლო წუთზე მარჯვენა მხარი დავიზიანე და მოედნის დატოვება მომიწია..

ჩვენი პირველი პენალტი საერთოდ ვერ ვნახე..

იმ დროს ფიზიოთერაპევტი დახმარებას მიწევდა..

სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი, მწვრთნელები კი წინ მედგნენ და საერთოდ ვერაფერს ვხედავდი..

როდესაც ბურთი კარში შევიდა, ტრიბუნების ღრიალი გავიგონე და გავიფიქრე:

„იცი რა... იქნებ იღბალია..

არ შევხედავ..

ვერ შევხედავ..

უბრალოდ ხალხის ხმას მოვუსმენ..

ჩემი ხალხის ხმას..

შემდეგ იტალიამ პენალტი გააფუჭა..

იმხელა ხმა იყო..

როდესაც მეორე პენალტიც ვერ გაიტანეს, სტადიონი საერთოდ გადაირია..

მე კი მხოლოდ ვლოცულობდი..

ჩემს წინ მხოლოდ ჩვენი მწვრთნელების ზურგებს ვხედავდი..

შემდეგ გადამწყვეტი პენალტის დასარტყმელად ესმირი მივიდა..

ჩვენი მთავარი მწვრთნელი ჩემკენ შემობრუნდა და მითხრა:

„მეც ვერ ვუყურებ..

მოვიდა..

მაგრად ჩამეხუტა..

თავები ერთმანეთს მივადეთ..

თვალები დავხუჭეთ..

და მხოლოდ ვუსმენდით..

უცებ ყველაზე უცნაური ხმა გავიგონეთ..

გავიგეთ, როგორ დაარტყა ესმირმა ბურთს..

ტრიბუნებიდან გაისმა:

„ააააააააააჰჰჰჰჰჰ....“

ჯიჯი დონარუმამ ბურთს თითები შეახო.

შემდეგ ხალხს აღმოხდა:

„ოჰჰჰჰჰჰჰჰ....“

ერთი წამით მთელი სტადიონი დადუმდა..

ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გრძელი წამი იყო..

და შემდეგ..

აფეთქება..

კივილი..

ფეიერვერკები..

ფლაერები..

კვამლი..

ხალხი სიხარულისგან ხტოდა..

ჩვენი მთელი სათადარიგოთა სკამი მოედანზე შევარდა..

მწვრთნელს კიდევ უფრო ძლიერად ჩავეხუტე..

ცას ავხედე..

და ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ხმამაღლა დავიყვირე:

„აააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა!!!“

ალბათ, ასე დაახლოებით 20 წამი ვყვიროდი..

ჩვენი პატარა ქვეყანა... კიდევ ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა..

აქამდე მოსვლა არასოდეს ყოფილა ადვილი..

არც ახლაა ადვილი, როცა 40 წლის ხარ, მეორე დილით ზურგი საშინლად გტკივა და ისევ ტკივილგამაყუჩებლების მიღება გიწევს..

მაგრამ ყოველთვის, როცა ჩემი სხეული მეუბნება, რომ დროა გავჩერდე, ერთი და იგივე რამ მახსენდება..

ყველა ის დღესასწაული, რომელიც გამოვტოვე..

ყველა ის თვე, როცა ოჯახისგან შორს ვიყავი..

ყველა ის ზაფხული, რომელიც ტურნირებზე გავატარე, მაშინ როცა ჩემი მეგობრები ზღვის სანაპიროზე ისვენებდნენ და ცხოვრებით ტკბებოდნენ..

ფსიქოლოგიურად ეს ყველაფერი ძალიან რთულია..

კრიტიკა დღესაც მტკენს..

მაგრამ როგორც კი მოედანზე გავდივარ, ისევ იმ პატარა ბიჭად ვიქცევი..

ისეთად, როგორიც თქვენ ხართ..

მუცელში ისევ პეპლები დაფრინავენ..

თვალებში ისევ ვარსკვლავები მინათებს..

და ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე დასკვნამდე მივდივარ:.

ამად ღირდა..

ყველაფერი ამად ღირდა..

თუ ცუდი დღეები არ არსებობს, მაშინ კარგი დღეებიც არასდროს მოვა..

როდესაც იტალია დავამარცხეთ, ჯერ იმ მეგობრებთან მივედი, რომლებთან ერთადაც სერია A-ში მითამაშია..

შემდეგ ტრიბუნებზე ავედი, სადაც ჩემი ოჯახი მელოდებოდა..

ცოლს ვაკოცე..

მშობლებს ჩავეხუტე..

მათ გარეშე ამ ყველაფერს ვერასოდეს მივაღწევდი..

ის ღამე უბრალოდ დაუვიწყარი იყო..

რაც უფრო დიდხანს ვარ ბოსნიიდან შორს, მით უფრო მეტად მიყვარდება ჩემი ქვეყანა..

უკვე 20 წელია უცხოეთში ვცხოვრობ..

მათგან ცხრა წელი იტალიაში გავატარე..

ჩემი შვილები რომში დაიბადნენ..

იტალია ყოველთვის ჩემს მეორე სახლად დარჩება..

მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა სარაევოში მშობლების სანახავად ჩავდივარ, დედა სამზარეულოში ამზადებს, მთელი ოჯახი ერთად იკრიბება..

იმ წუთებში უბედნიერესი ადამიანი ვარ..

ამ მაისურის ჩაცმისას ჩემი გული სხვანაირად ცემს..

მე ჩემი ხალხისთვის ვთამაშობ..

ვთამაშობ სარაევოს ქუჩებში გაზრდილი ყველა ბიჭისა და გოგოსთვის..

ვთამაშობ ყველა იმ კულტურისა და რელიგიისთვის, რომლებიც ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებულს ხდის, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს გაყოფას ცდილობენ..

ისინი ამას ვერასოდეს შეძლებენ..

არა ჩემ გამო..

არა უფროსების გამო..

ჩვენ, უფროსები, როგორც ჩანს, ვერასოდეს ვსწავლობთ..

თქვენ გამო..

ბავშვებო..

თქვენ არასოდეს იცვლებით..

ამიტომ, ბოლოს ერთი თხოვნა მაქვს..

სულ ერთია, სარაევოში ცხოვრობთ...

რომში..

თუ სენტ-ლუისში..

სულ ერთია, მუსლიმი ხართ, ებრაელი, კათოლიკე თუ მართლმადიდებელი..

არასოდეს დაივიწყოთ, საიდან მოდიხართ..

თქვენ ბოსნიელები ხართ..

მთელი მსოფლიო თქვენს ფეხებთანაა..

ყველა ძალიან მიყვარხართ..

პატივისცემით,

— ედინ ჯეკო”

გაზიარება: