სევილია, ხეტაფე, გიორგი ქოჩორაშვილი, ლისაბონის სპორტინგი
Aa
Aa

A Bola: ქოჩორაშვილი ლისაბონშია, ესპანურ პრესაში მცდარი ინფორმაცია ვრცელდება

გავლენიანი პორტუგალიური გამოცემა A Bola გიორგი ქოჩორაშვილთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემის მტკიცებით, ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქოჩორაშვილი უკვე ესპანეთში იმყოფება და „ხეტაფესთვის“ სამედიცინო შემოწმება გაიარა, მცდარია.

როგორც A Bola-ს ჟურნალისტი ფილიპა რეისი წერს, ქოჩორაშვილი ლისაბონშია და გუშინ „სპორტინგის“ საწვრთნელ ბაზაზეც იმყოფებოდა, „ნოტინგემთან“ ამხანაგური მატჩი კი მცირე დაზიანების გამო გამოტოვა.

A Bola-ს ინფორმაციით, ლისაბონური კლუბი ქოჩორაშვილის იჯარასთან დაკავშირებით ყველა წინადადებას ბლოკავს და ქართველი ფეხბურთელი „სპორტინგს“ მხოლოდ სრულფასოვანი ტრანსფერის საფუძველზე დატოვებს.

მეტიც, „ლომები“ ტრანსფერის ღირებულებაზე დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და სურთ, ქოჩორაშვილში გადახდილი თანხა, 5.5 მილიონი ევრო სრულად აინაზღაურონ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ესპანური პრესა ქოჩორაშვილის „ხეტაფეში“ გადასვლაზე წერდა, შემდეგ კი ინსაიდერმა რუდი გალეტიმ მოლაპარაკებებში „სევილიას“ და „დეპორტივოს“ ჩართვის თაობაზე გაავრცელა ინფორმაცია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სერია A-ში თამაში ჩემი ოცნება იყო“ | უდინეზემ ჩაკვეტაძე წარადგინა
„სერია A-ში თამაში ჩემი ოცნება იყო“ | უდინეზემ ჩაკვეტაძე წარადგინა