მარცხი მონტენეგროსთან - წყალბურთელთა ნაკრები ფინალში დამარცხდა
საქართველოს ეროვნულა ნაკრები მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე დივიზიონის ფინალში მონტენეგროს ნაკრებს შეხვდა და 17:19 დამარცხდა.
სამი მეოთხედის შემდეგ საქართველოს ნაკრები 13:12 იგებდა, მაგრამ დასკვნით რვაწუთიან მონაკვეთში მონტენეგრომ შეძლო უპირატესობის მოპოვება და საბოლოოდ ორი ბურთის სხვაობით მოიგო.
მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ფინალში გასვლის შემდეგ უკვე გარანტირებული ჰქონდა. გადამწყვეტ მატჩში ქართველმა წყალბურთელებმა გუშინ გერმანია 19:13 დაამარცხეს.