„ილია სწორედ მას შეხვდება“ - ანიკის დამაინტრიგებელი პროგნოზი
ჯასტინ გეიჯიმ UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ არაერთხელ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს, განაგრძობს თუ არა კარიერას, თუმცა გამუდმებით იმეორებს, რომ ილია თოფურიასთან რემატჩის ჩატარება მის გეგმებში არ შედის. შეიძლება მის გეგმებში არ შედიოდეს, მაგრამ UFC-ის ხელმძღვანელები სხვანაირად ფიქრობდნენ და „ჰაილაითს“ კიდევ ერთხელ მოუწიოს „ელ მატადორთან“ გალიის გაზიარება. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება UFC-ის კომენტატორმა ჯონ ანიკმა, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ნამდვილად არ ვიცი, რას ფიქრობს გეიჯი და დაასრულებს თუ არა კარიერას, მაგრამ ერთ საკითხთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია მაქვს - ორგანიზაციაში აქტიურად განიხილავენ ჯასტინსა და ილია თოფურიას შორის რემატჩის ორგანიზებას. ისევე როგორც მათი პირველი დაპირისპირება, მეორე ჩხუბიც გრანდიოზული მოვლენა იქნება და ჩემი ინფორმაციით, გეიჯი-თოფურია 2 აუცილებლად შედგება“.
შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯიმ მსუბუქი წონის საჩემპიონო ტიტული თეთრი სახლის ღონისძიების მთავარ ბრძოლაში ილია თოფურიას ტექნიკური ნოკაუტით დამარცხების შემდეგ მოახერხა. ამ დივიზიონის მომდევნო ყველაზე საინტერესო ჩხუბი კი 19 სექტემბრისთვის არის ჩანიშნული, როდესაც წონის მეორე ნომერი არმან ცარუკიანი მაურისიო რუფის დაუპირისპირდება და როგორც თავად აცხადებს, გამარჯვების შემთხვევაში მისი მომდევნო ბრძოლა აუცილებლად სატიტულო იქნება.