ილია თოფურია
Aa
Aa

„არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, მაგრამ ერთ რამეს გპირდებით...“ - თოფურიას ემოციური მიმართვა

UFC-ის ქვემსუბუქი და მსუბუქი წონითი დივიზიონების ყოფილმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ საკუთარ ვებგვერზდე ვრცელი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ჯასტინ გეიჯისთან მარცხი გაიხსენა.

„წლების განმავლობაში მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი: გამარჯვება. პროფესიულ დონეზე 18-ჯერ ვიჩხუბე და 17 საღამო ისე დასრულდა, როგორც მე მინდოდა, მე-18 კი არა. პროფესიულ კარიერაში პირველად დავმარცხდი.

იმ საღამოს პირველად განვიცადე სპორტის ისეთი მხარე, რომელიც მანამდე ჩემთვის უცნობი იყო: ორივე თვალბუდის ძვლის, ძგიდისა და ფეხის მოტეხილობა. სარკეში საკუთარ თავს ვერ ვცნობდი, მაგრამ ერთ რამეში ვიყავი დარწმუნებული: ბოლომდე დავიხარჯე. ბრძოლისთვის კარგად მოვემზადე, ფიზიკურად და მენტალურად თავს კარგად ვგრძნობდი და გამართლების ძებნა არ მჭირდებოდა.

მჯერა, რომ ეს ღმერთის ნება იყო. ამ ფრაზის გამეორება მარტივია, როცა ყველაფერი კარგად მიდის, ახლა კი ამას უნდა შევგუებულიყავი. არ მინდა წარსულში დაბრუნება და ამ წაგების ისტორიიდან ამოშლა. ეს ჩემი ისტორიის ნაწილია. მინდა დავბრუნდე და ვნახო, რამდენად შორს შემიძლია წასვლა, მითუმეტეს რომ ახლა, მაქვს რაღაც, რაც აქამდე არ მქონდა: დაცემის გამოცდილება.

არ მინდა, რომ ვინმეს ვეგონო ადამიანი, რომელიც არასოდეს ეცემა. ეს ტყუილია. მინდა მიცნობდნენ ადამიანად, რომელსაც ანოკაუტებენ, მაგრამ ის მაინც ფეხზე დგება.

არ ვიცი, როგორი იქნება და რა შედეგით დასრულდება შემდეგი ჩხუბი, მაგრამ გპირდებით იმას, რაც მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული: მცდელობას არასოდეს შევწყვეტ“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული დაკარგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ალბათ, მხოლოდ მაკგრეგორი“ - გეიჯის მომდევნო მეტოქეებში ილია არ არის
„ალბათ, მხოლოდ მაკგრეგორი“ - გეიჯის მომდევნო მეტოქეებში ილია არ არის