ირაკლი ეგოიანი
Aa
Aa

ექსელსიორის ისტორიული შედეგი | ეგოიანის უმაღლესი შეფასებები

ნიდერლანდური ექსლსიორისთვის მიმდინარე სეზონი განსაკუთრებულია, ერედივიზიეში ზედიზედ 4 გასვლითი მატჩი მოიგო, რაც კლუბის ისტორიაში პირველად დაფიქსირდა.

ექსელსიორმა სტუმრად ვილემს მოუგო (0:3), პირველი გოლისას საგოლე პასი ირაკლი ეგოიანმა შეასრულა, მესამე გოლი თავად გაიტანა. Sofascore-მა 9,6 დაუწერა, Flashcore-მა - 9,1, Whocored-მა - 9,07. სამივე სტატისტიკური ვებგვერდის ვერსიით საუკეთესო იყო.

ამ მატჩის შემდეგ ნიდერლანდურმა Voetbalzone-მა სტატია შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: „ექსელსიორი ბრწყინვალე ირაკლი ეგოიანის წყალობით სუსტ ვილემ II-სთან დამაჯერებელ გამარჯვებას აღწევს''.

22 წლის ეგოიანმა მიმდინარე სეზონში ერედივიზიეს ოთხ მატჩში 5 საგოლე მოქმედება დააგროა, 2 გოლი გაიტანა (პირველ ტურში კამბურთან და დღეს ვილემთან) და 3 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში (კამბურთან, პსვ-სთან და ვილემთან).

ექსელსიორს 2024 წლის ზაფხულიდან გუნდს რუბენ დენ უილი წვრთნის, 35 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდი ჯერ რანგით მეორე ლიგიდან უმაღლესში აღზევდა, გასულ სეზონში ელიტაში ადგილი შეინარჩუნა და მიმდინარე სეზონი  სენსაციურად დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბურთთან ერთად ასხივებს და დიდ სიამოვნებას მანიჭებს“ - პეტისთვის ოქროს ბურთი ხვიჩას ეკუთვნის
„ბურთთან ერთად ასხივებს და დიდ სიამოვნებას მანიჭებს“ - პეტისთვის ოქროს ბურთი ხვიჩას ეკუთვნის