ირაკლი ეგოიანი
Aa
Aa

საგოლე პასი და ბრწყინავლე გოლი | ეგოიანი მაგარ ფორმაშია

ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-5 ტურში ვილემი შინ როტერდამის ექსელსიორთან 0:3 დამარცხდა. ამ გამარჯვების შემდეგ როტერდამული გუნდი მე-4 ადგილზეა, ოთხ ტურში 9 ქულა დააგროვა, ლიდერ პსვ-ს 4 ქულით ჩამორჩება, ერთი მატჩი გამოტოვებული აქვს და მოგების შემთხვევაში ლიდერთან სხვაობა ერთ ქულამდე შემცირდება.

მე-8 წუთზე ექსელსიორის ქართველი შემტევის, ირაკლი ეგოიანის საგოლე პასით დავიდ გარდენმა ვილემთან ანგარიში გახსნა.

ეგოიანის საგოლე პასი

ვილემთან გასვლითი მატჩის 34-ე წუთზე რიკ მეისენმა ანგარიში ორამდე გაზარდა.

85-ე წუთზე ეგოიანმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა, სწრაფი კონტრშეტევა განავითარა და მეკარეს ახლო მაღალ კუთხეში შეუგდო. ამ გოლით ანგარიში 0:3 გახდა.

ეგოიანის გოლი

 

22 წლის ეგოიანმა მიმდინარე სეზონში ერედივიზიეს ოთხ მატჩში 5 საგოლე მოქმედება დააგროა, 2 გოლი გაიტანა (პირველ ტურში კამბურთან და დღეს ვილემთან) და 3 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში (კამბურთან, პსვ-სთან და ვილემთან).

ნიდერლანდების ჩემპიონატში ექსლსიორი მომდევნო მატჩს სტუმრად ნაიმეგენთან გამართავს (8 სექტემბერი).

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ბურთთან ერთად ასხივებს და დიდ სიამოვნებას მანიჭებს“ - პეტისთვის ოქროს ბურთი ხვიჩას ეკუთვნის
    „ბურთთან ერთად ასხივებს და დიდ სიამოვნებას მანიჭებს“ - პეტისთვის ოქროს ბურთი ხვიჩას ეკუთვნის